"ბრიუგეს" მწვრთნელი: ყველაზე სექსუალური მეტოქე არ შეგვხვდა

AutoSharing Option
ბელგიური "ბრიუგეს" მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კლემანმა ევროპა ლიგის კენჭისყრა შეაფასა და 1/16-ფინალურ ეტაპზე თავისი გუნდის მეტოქე კიევის "დინამო" არასაფეხბურთო ეპითეტით შეამკო.

"ყველაზე სექსუალური მოწინააღმდეგე არ შეგვხვდა. ისინი ამ სტატუსს არ ლოგიკის თვალსაზრისით შეეფერებიან, არც თავად გუნდის გადმოსახედიდან. ისინი გვიცნობენ, შარშან ხომ სწორედ ჩვენ გამოვაგდეთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან, თუმცა ეს ადვილი არ ყოფილა.

ამ სეზონში კი იმავე ეტაპზე ისეთი გუნდები დაამარცხეს, როგორებიც "გენტი" და "ალკმაარია". ეს ბევრზე მეტყველებს. მეტოქე სექსუალური არაა, უფრო მეტიც, საკმაოდ რთული. ეს ჩვენი დონის გუნდია.

ძალიან
ეფექტიანად უნდა ვიმოქმედოთ, სწრაფად გადავაადგილდეთ და ბურთი დიდხანს არ შევაყოვნოთ", - განაცხადა კლემანმა.

მომზადებულია Tribuna.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული