ამსტერდამში ადგილობრივმა "აიაქსმა" იტალიურ "რომას" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს. თავი კლაასენმა გამოიჩინა. ამსტერდამელებს მატჩის 53-ე წუთზე სხვაობის ორამდე გასაზრდელად დიდებული შანსი მიეცათ, თუმცა სერბმა ლიდერმა დუსან ტადიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. აქედან 4 წუთში, შეხვედრის 57-ე წუთზე, ლორენცო პელეგრინმა წონასწორობა აღადგინა, როჯერ იბანეზმა მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე კი იტალიელებს გამარჯვება მოუტანა.
მოულოდნელად ლონდონის "არსენალმა" პრაღის "სლავიას"
ინგლისელებმა ანგარიში 86-ე წუთზე, ნიკოლას პეპეს გოლის წყალობით გახსნეს, ჩეხებმა კი მატჩის მიწურულს, 90+3 წუთზე გაათანაბრეს. გმირი ტომას ჰოლესი გახდა.
"გრანადამ" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მანჩესტერელთა რიგებიდან ანგარიში მარკუს რაშფორდმა 31-ე წუთზე გახსნა. ორბურთიანი უპირატესობა კი შეხვედრის მიწურულს, 90-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა პენალტიდან დააფიქსირა.
"ვილიარეალმა" ზაგრებში, ადგილობრივ "დინამოსთან" 1:0 იმარჯვა და განმეორებით შეხვედრას კომფორტული სხვაობით შეხვდება.
ესპანელთა რიგებიდან თავი ხერარდ მორენომ 44-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გამოიჩინა.