11:10 თერთმეტმეტრიანების სერიაში - ემერიმ ევროპა ლიგა მეოთხედ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის ფინალში „ვილიარეალმა“ თერთმეტმეტრიანების სერიაში „მანჩესტერს“ სძლია და თასს დაეუფლა.

გადამწყვეტ მატჩამდე გზა „ვილიარეალმა“ დაუმარცხებლად განვლო, ფავორიტად არ მიიჩნეოდა, თუმცა საფეხბურთო სამყაროში უნაი ემერიზე უკეთ არავინ იცის, როგორ უნდა მოიგო ეს ტურნირი. „მანჩესტერს“ კი პოლონეთში თვით ალექს ფერგიუსონი გაჰყვა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების წინა ოთხივე შეხვედრა 0:0 დასრულდა.

მცირე უპირატესობას „იუნაიტედი“ ფლობდა, ანგარიში კი 29-ე წუთზე ესპანელთა თავდამსხმელმა ჟერარ მორენომ გახსნა, რომელმაც ამ სეზონში ყველა ტურნირზე 30 გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში 34 წლის ედინსონ კავანიმ ანგარიში გაათანაბრა. ის
„მანჩესტერში“ევროტურნირების ფინალში გოლის გამტანი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია და ტურნირზე უკანასკნელ 4 მატჩში მის ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ამის შემდეგ ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდმა კიდევ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებით დროში უკეთ „ყვითელი სუბმარინა“ გამოიყურებოდა, მაგრამ ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, პენალტების სერიაში იმარჯვა და ემერიმ მეოთხედ მოიგო ევროპა ლიგა. აღსანიშნავია, რომ გუნდებმა 22 თერთმეტმეტრიანი შეასრულეს, გადამწყვეტი კი მეკარეების დუელი გამოდგა, სადაც რულიმ დე ხეა დაჯაბნა.

გდანსკი. „PGE არენა“
ვილიარეალი - მანჩესტერი (1:1, პენ 11:10)
გოლები: 1:0 ჟერარ მორენო (29), 1:1 კავანი (55)

მკითხველის კომენტარები / 3 /
Sheargot tasi. Daimsaxures
Hunting
02:30 27-05-2021
1
შესანიშნავია,მანჩოს რო ატკინა გული ვილიარეალმა,აი ასე დარწმუნებული ვიყავი რო ეს ფარჩაკი ინგლისელები ვერაფერს მოიგებდნენ,რომ არა დებილი პსჟ ლიგასაც ჩემ ფეხებს მოიგებდნენ....ბავარიას ხალხი ეკლდა თორემ ვნახავდი აცრემლებულ გვარდიოლას....
გულშემატკივარი
03:54 27-05-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული