სიტყვის კაცი - "ანტვერპენის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შიშველი მივიდა

AutoSharing Option
"ანტვერპენის" მწვრთნელი ბრაიან პრისკე თავისი გუნდის ფეხბურთელებს დაჰპირდა, რომ თუ ევროპა ლიგაზე "ომონიას" დაამარცხებდნენ და ჯგუფურ ეტაპზე გავიდოდნენ, პრესკონფერენციაზე შიშველი მივიდოდა.

"ანტვერპენმა" პირველი მატჩი 2:4 წააგო, განმეორებითი 2:0 მოიგო, პენალტების სერიაში 3:2 იმარჯვა და მიზანს უწია.

პრისკემ კი დანაპირები შეასრულა, პრესკონფერენციაზე შიშველი მივიდა და ჟურნალისტებს კარგა ხანს ესაუბრა.

"ანტვერპენი" D ჯგუფში "ოლიმპიაკოსთან", "აინტრახტთან" და "ფენერბახჩესთან" მოხვდა და საინტერესოა, რას გააკეთებს პრისკე, თუ მისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გავა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორ ტრუსიკიც არ ეცვა დავიჯერო?
მწრთვნელი
19:55 27-08-2021
0
რას ამბობ, გაგიჭირდებოდა რა? სირცხვილი თქვენ არ იცით და მორიდება.
ფუ.
19:31 27-08-2021
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული