"ანტვერპენის" მწვრთნელი ბრაიან პრისკე თავისი გუნდის ფეხბურთელებს დაჰპირდა, რომ თუ ევროპა ლიგაზე "ომონიას" დაამარცხებდნენ და ჯგუფურ ეტაპზე გავიდოდნენ, პრესკონფერენციაზე შიშველი მივიდოდა.
"ანტვერპენმა" პირველი მატჩი 2:4 წააგო, განმეორებითი 2:0 მოიგო, პენალტების სერიაში 3:2 იმარჯვა და მიზანს უწია.
პრისკემ კი დანაპირები შეასრულა, პრესკონფერენციაზე შიშველი მივიდა და ჟურნალისტებს კარგა ხანს ესაუბრა.
"ანტვერპენი" D ჯგუფში "ოლიმპიაკოსთან", "აინტრახტთან" და "ფენერბახჩესთან" მოხვდა და საინტერესოა, რას გააკეთებს პრისკე, თუ მისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გავა.