![](https://sportall.ge/pictures/image5/50f969ee6c0b4c35532b98de0ffb8db6.jpg)
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ლეგიამ" მოსკოვში "სპარტაკი" 1:0 დაამარცხა.
გოლი 90+1-ე წუთზე კოსოვოელმა თავდამსხმელმა ლარიმ კასტრატიმ გაიტანა, რომელიც 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. შეგახსენებთ, მან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ამას წინათ ბათუმში ითამაშა და საქართველოს ნაკრების მცველებს ძალიან გაუჭირდათ მისი მეურვეობა.
!["ლეგიამ" მოსკოვში "სპარტაკი" 90+1-ე წუთზე დაამარცხა - კასტრატიმ გაუტანა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/00af923ebd67c35d852d666e54d6e5ea.jpg)
მატჩის წინ პოლონურმა კლუბმა მოსკოვში სარეკლამო ბანერებში ფული გადაიხადა და ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "მოსკოვო, ჩვენ დავბრუნდით!" ამაში ნაგულისხმები იყო ის, რომ ზუსტად 10 წლის წინ რუსეთის დედაქალაქში ამავე ტურნირზე 0:2-ს აგებდნენ და საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვეს, თან გადამწყვეტი გოლი
90+2-ე წუთზე გაიტანეს.
მატჩის შემდეგ "სახალხო გუნდის" გულშემატკივრები სკანდირებდნენ: "სამარცხვინოებო, ნაბიჭვრებო, ჩვენ "სპარტაკი" ვართ, თქვენ - განავალი".