კვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "აიაქსს" სძლია და ორი ტურით ადრე გავიდა პლეი-ოფში [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „აიაქსი“ 4:2 დაამარცხა და ორი ტურით ადრე გაინაღდა პლეი-ოფის საგზური. ნეაპოლელებმა ისტორიაში მეოთხედ გადალახეს ჯგუფური ბარიერი.

ხვიჩა კვარაცხელია ჩვეულად აქტიური იყო, ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა და მესამე საგოლე გადაცემა გააკეთა.

მასპინძლები დებიუტში ლოსანომ დი ლორენცოს შესანიშნავი პასით დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელიამ ბურთი რასპადორის გადააწოდა და მან ანგარიში გაზარდა. ნეაპოლელები თითქოს მოეშვნენ და შესვენების შემდეგ კლასენმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. მე-60 წუთზე ნდომბელეს დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე ტიმბერს
მოხვდა, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე პენალტი დანიშნა და ქართველმა ჩემპიონთა ლიგაზე მეორეჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. თან გაიტანა თერთმეტმეტრიანით, რომელიც თავად არ მოუპოვებია - გაიხსენეთ მწვრთნელ სპალეტის ნათქვამი „კრემონეზესთან“ მატჩში, როდესაც ხვიჩამ ლოსანოს საგოლე პასი გაუკეთა - ეს „კვარას“ სიკეთით დაუბრუნდებაო. ის 77-ე წუთზე შეცვალეს. 83-ე წუთზე ამსტერდამელებმა პენალტით ანგარიში შეამცირეს. ტრავმამორჩენილმა ოსიმენმა ბოლოს, როგორც იქნა, პასვეერი დაამწუხრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა, 12 ქულით A ჯგუფში ლიდერია და 26 ოქტომბერს „რეინჯერსს“ უმასპინძლებს. დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს „რეინჯერსი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან.

კვარაცხელიამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში ტოპ 5-ის ლიგებში მხოლოდ სამი გუნდია დაუმარცხებელი - პსჟ, „რეალი“ და „ნაპოლი“. ნეაპოლელებმა 13 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანეს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“. 52 229 მაყურებელი
ნაპოლი - აიაქსი 4:2
გოლები: 1:0 ლოსანო (4), 2:0 რასპადორი (16), 2:1 კლასენი (49), 3:1 კვარაცხელია (62, პენ), 3:2 ბერგვაინი (83, პენ), 4:2 ოსიმენი (90)

მკითხველის კომენტარები / 57 /
ხვიჩას გოლის მერე სტადიონი დაინგრა! ცხრაჯერ, ზუსტად ცხრაჯერ დაიძახეს -
ხვიიიჩააა კვარაცხელიააააა!!!!
ირაკლი
13 ოქტომბერი 2022 00:37
0
ეს საცოდავი რუსები კი დებენ ობიექტურ კომენტარებს ხვიჩას და ნაპოლის თამაშებზე, მაგრამ მაინც შოვინისტები არიან. როგორ მოგწონთ?: "ბივშჩიი ტრენერ რპლ ლუჩანო სპალეტი ი ბივშჩიი ლუჩშიი იგროკ რპლ ხვიჩა კვარაცხელია ობიგრალი აიაკს" (14 სიტყვიან საფეხბურთო ინფორმაციაში 8 სიტყვა რუსეთს ეხება).
ამათი საშველი არ იქნება "პერესტროიკის = გადაშენების" გარდა!
პლეხანოვზე გაზრდილი
13 ოქტომბერი 2022 00:33
4
გიორგი ვალენტინის ძე პლეხანოვი 1856, სოფ. გუდალოვკა, ახლანდელი ზელენოგორსკი, დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში — მარქსიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი, ფილოსოფოსი, რუსეთისა და საერთაშორისო მუშათა სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე.
aburjga
13 ოქტომბერი 2022 10:08
2
აბაა, არ იცოდი. ქინქლაძე ეტა საბჭოთა შკოლა. კვარაცხელია ეტა რუსსკაია შკოლა, სპალეტი "ტოჟე" რუსსკაია შკოლა და ასე შემდეგ. რუსული შკოლა "რაბოტაეტ". მოკლედ
pizdeec
13 ოქტომბერი 2022 02:30
1
ოსიმენი კი არა, ჩემ თვალში უკვე სუპერმენია :)
irakli81
13 ოქტომბერი 2022 00:18
1
მე ვფიქრობ დღეს უფრო უკეთესად ითამაშა ვიდრე მანამდე. იზრდება და ძალიან კარგია.ასე მგონია უკეთესი წინ გვააქ
ირაკლი ქუთაისელი
13 ოქტომბერი 2022 00:17
0
მოსკოვში ვარ და აკაური კომენდატორები ხრიალებდნენ კვარას ფასზე და გოლი რო გაიტანა ტელევიზორიდან გადმოხტნენ ისე უხარიატ,საუკეტესო მოტამაშეტნნ რო დასახელა ფიფამ კომენტარები გადაივსო ისე უხარიატ,ზოგი ცერს ეს ჩვენი ფლანეტიდან არ არისო.ხმერტმა დალოცოს კვარა
Kaxa
13 ოქტომბერი 2022 00:15
5
სიცილით მოვკვდი კინაღამ,ოსიმენის გოლი რომ ვნახე.ძაან უნდოდა გატანა და გაიტანაკიდეც.ვაფასებ.
Status quo
13 ოქტომბერი 2022 00:12
0
რა უხარიათ მერე? საქართველო ისევ თავისი გუბერნია ხომ არ გონიათ?! ეგერ ძიუბა ყავთ და იმით იხარონ!
ერთი
13 ოქტომბერი 2022 10:37
2
ძალიან მაგარი როჟაა ოსიმენი ჯიგარიცაა და კოლორიტი ცალკე ყველაფერი. თან ვისაც ბურთი მოპარა ბლაინდია გვარად ის ბრმას ნიშნავს და "ბრმაა" აწერია გვარად . ამაზე სასაცილო გოლი ისტორიაში არ გასულა მგონი . თვითონაც დაგორდა მგონი კინაღამ სიცილით ოსიმენი როგორია ტიპს ბრმა აწერია ზურგზე და მართლა ბურთს რომ მოპარავ და გოლს რომ გაიტან ავოიეეეეეე თან მაგის კლიჩკა არი "ნიგერიული კოშმარი".))) XDD რას ამბობ Mოუსვენარი მოტორიანი თხაა ტიპი არ მოისვენა სანამ არ გაიტანა გოლი თანაც როგორი.
Niangi
13 ოქტომბერი 2022 09:09
1
ყოჩაღ ხვიჩა!!! სპალეტის ხელში მაგრად მოუმატა, ნიჭთან ერთად კლასი ეტყობა უკვე - როგორ მოძრაობს, მოედანს როგორ ხედავს, როგორ აკეთებს პასს და ა.შ. ეს პენალტის დარტყმაც დაიმსახურა თავდადებით და თავმდაბლობით. ოსიმენი ჯიგარია, ისე აფრიკელებმა მაგარი გვერდში დგომაც იციან თუ თავისად გვთლიან.
Gogi
13 ოქტომბერი 2022 00:04
1
ოსიმენს ამდენი ხანია არ უთამაშია, პროფია და იცოდა ერთი გოლი მისიც იქნებოდა თან პენალტი დიდი ვერაფერი თავის გამოსაჩენია მისნაირისთვის. ხოლო რაც ჭირდებოდა და როგორი გოლიც ჭირდებოდა კი გაიტანა.
ნიკა
12 ოქტომბერი 2022 23:59
1
ე.ი რომ არ დავწერო არ შემიძლია.შვილიშვილებს ველოდებოდი სკოლიდან უნდა გამოსულიყვნენ(ნიუ-იორკში ხდება ეს ამბავი)და პენალი რომ გაიტანა,თავი ვერ შევიკავე 58-59წლის კაცმა და ყვირილი დავიწყე-კვა-რა-ხცელია,კვარაცხელია.....ქართველი მშობლები კი მიხვდნენ რაშიც იყო საქმე და ყველამ ერთხმად-ჩვენმა ხბიჩამ შეაგდო....აი რა ქნა ამ პატარა ბიჭმა,მსოფლიოში მიმოფანტული ქართველები გაგვაერთიანა და ბალელშიკობა დააწყებინა ფეხბურთის.დალოცვილი იყავი და ღმერთი შენსკენ,ოქრო ბიჭო!!!(58-59 რომ მიწერია წლოვანებასთან,ზეგ მაქვს დაბ.დღე და რომელი ჩამეწერა აღარ ვიცოდი,თუმცა ეს ეხლა არაა მთავარი).წარმატებები ყველას!!!
კახა ქ.
12 ოქტომბერი 2022 23:47
1
გილოცავ, მრავალს დაესწარი.
100%
13 ოქტომბერი 2022 09:56
0
შავ კაცს ოქროს გული ქონია. ბრავო ოსიმენს ასეთი ჯიგრობისათვის. მერე უკვე ვგულშემატკივრობდით მგონი ყველანი ოსიმენს გოლი რომ გაეტანა და აკი გაიტანა. ადრეც შევამჩნიე ხვიჩას და ოსიმენის კარგი დამოკიდებულება. ყოჩაღ ხვიჩას ეგ ორი სალიგო და სხვა მრავალი. წარმატება ჩვენ ბრილიანტას.
G.LA
12 ოქტომბერი 2022 23:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული