კვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "აიაქსს" სძლია და ორი ტურით ადრე გავიდა პლეი-ოფში [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „აიაქსი“ 4:2 დაამარცხა და ორი ტურით ადრე გაინაღდა პლეი-ოფის საგზური. ნეაპოლელებმა ისტორიაში მეოთხედ გადალახეს ჯგუფური ბარიერი.

ხვიჩა კვარაცხელია ჩვეულად აქტიური იყო, ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა და მესამე საგოლე გადაცემა გააკეთა.

მასპინძლები დებიუტში ლოსანომ დი ლორენცოს შესანიშნავი პასით დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელიამ ბურთი რასპადორის გადააწოდა და მან ანგარიში გაზარდა. ნეაპოლელები თითქოს მოეშვნენ და შესვენების შემდეგ კლასენმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. მე-60 წუთზე ნდომბელეს დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე ტიმბერს
მოხვდა, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე პენალტი დანიშნა და ქართველმა ჩემპიონთა ლიგაზე მეორეჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. თან გაიტანა თერთმეტმეტრიანით, რომელიც თავად არ მოუპოვებია - გაიხსენეთ მწვრთნელ სპალეტის ნათქვამი „კრემონეზესთან“ მატჩში, როდესაც ხვიჩამ ლოსანოს საგოლე პასი გაუკეთა - ეს „კვარას“ სიკეთით დაუბრუნდებაო. ის 77-ე წუთზე შეცვალეს. 83-ე წუთზე ამსტერდამელებმა პენალტით ანგარიში შეამცირეს. ტრავმამორჩენილმა ოსიმენმა ბოლოს, როგორც იქნა, პასვეერი დაამწუხრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა, 12 ქულით A ჯგუფში ლიდერია და 26 ოქტომბერს „რეინჯერსს“ უმასპინძლებს. დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს „რეინჯერსი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან.

კვარაცხელიამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში ტოპ 5-ის ლიგებში მხოლოდ სამი გუნდია დაუმარცხებელი - პსჟ, „რეალი“ და „ნაპოლი“. ნეაპოლელებმა 13 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანეს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“. 52 229 მაყურებელი
ნაპოლი - აიაქსი 4:2
გოლები: 1:0 ლოსანო (4), 2:0 რასპადორი (16), 2:1 კლასენი (49), 3:1 კვარაცხელია (62, პენ), 3:2 ბერგვაინი (83, პენ), 4:2 ოსიმენი (90)

მკითხველის კომენტარები / 57 /
და ესაა "სიკეთის დაბრუნება" ? თანაც ოსიმენმა ისე მისცა ბურთი ხვიჩას რომ მეეჭვება ეს სპალეტის დავალება ყოფილიყო ! ხელფასი მოუმატეთ თქვე ბლერებოო ! ეს რა დოზანაა საუკეთესო ფეხბურთელს (სტატისტიკითაც კრეატიულობითაც და სანახაობრიობითაც) ლამის ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს @@
zura222
12 ოქტომბერი 2022 23:40
14
ფულია ხომ მთავარი?! ვააა…
გიორგი
13 ოქტომბერი 2022 00:50
1
პირველი ჯილდო უეფასგან ,ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი,ზღაპარი რეალობად იქცა ,ხვიჩა ნამდვილი ურაგანია.
Devkalioni
12 ოქტომბერი 2022 23:28
2
აიაქსი არის დეგენერატი გუნდი. ეგ ის გუნდია სადაც გიორგი ქინქლაძე არ გაახარეს იმიტომ რომ მისი დრიბლინგები და თამაშის მანერა არ ევასებოდათ მარადონასნაირი მოთამაშეების და "თავისუფალი მხატვრების" დრო წავიდაო. თვითონ ქინქლაძემაც თქვა ინტერვიუში მაშინ რომ მე აქ მარადონაც რომ ვიყო ჩემ გულზე გუნდის სისტემას არ გადააკეთებენო ვითომ ტოტალური ფეხბურთი რომ მოიგონეს მაგრამ ინდივიდუალისტები მოკლეს. ბარსამ დააბალანსა გუნდური თამაში და ინდივიდუალისტები ყველაზე კარგად მესიც რომ ყავდათ აიაქსში დეგენერატები არიან მაგას არ იზავდნენ. ხვიჩა კვარაცხელიაც არ უნდოდათ კონტრშეტევების ფეხბურთელიაო და საკაიფოდ დაისაჯნენ 10 -2 და ხვიჩასგან 2 გოლი საგოლე პასები გამოიშიგნონ ეხლა
Kinkladze.7
12 ოქტომბერი 2022 23:22
17
ბერკამპი, ზლატანი და სუარესი რაც უცებ გამახსენდა, ქინქლაძემდე და ქინქლაძის მერე. რავი აქედან რომელი არ არის ინდივიდუალური მოთამაშე?! იქნებ წყაროები მიუთითო საიდან იღებ ამ ინფორმაციას და მოვალთ ჩვენც აზრზე რა პლობემაა:)))
ზურა
13 ოქტომბერი 2022 11:27
0
აზრზე არა ხართ რა ხდებოდა ქინქლაძის დროს აიაქსში ჯერ წაიკითხეთ ძველი სტატიები გაერკვიეთ და მერე გამოხტით. ქინქლაძეს არ ათამაშებდნენ არა იმიტომ "ზარმაცი" იყო, არამედ იმიტომ რომ დაკვეთა იყო მისნაირი ძლიერი ინდივიდუალისტები უნდა მოესპოთ ფეხბურთიდან უნდა ამოეღოთ. ზუსტადაც სისტემა რომელიც კლავს ინდივიდუალისტებს. საერთოდ ვერ ხვდებით რა დეგენერატი ორგანიზაცია და რა მენტალიტეტია აიაქსი. იმდენად რომ , ხვიჩა არ უნდოდათ, აიაქსს ხვიჩა იუარეს კონტრშეტევის ფეხბურთელიაო ვერ გაქაჩავსო აშ. და კიდე გამოხტებით მაგ დეგენერატებს იცავთ აქ. ვერც ხვდებით იმას, რომ ხვიჩა ეხლა აიაქსში რომ იყოს სკამზე დასვავდნენ არ ათამაშებდნენ. დეგენერატული პრეტენზიები ექნებოდათ. არადა აიაქსში გინდოდათ ბევრს და კიდე ბევრ ქართველ ტალანტს გაგზავნით მანდ შესაძლებლობა რომ მოგცეთ. ეს არი სიბრმავე ბიძია. კრუიფს ესპანელებმა უფრო დაუჯერეს და მაგიტომაც მოუგეს მსოფლიოს ფინალში ჰოლანდიელებს. მე ჰოლანდიამ არ დამიჯერაო ეგ თქვა კრუიფმა ზუსტად. კრუიფმა მარადონას ხელი შეუწყო ჩამოიყვანა და ათამაშა ევროპაში, ეგენი პირიქით მესი ან მარადონა ჰოლანდიაში რომ ჩასულიყო გასაქანს ამისცემდნენ შეზღუდვებს დაუწყებდნენ და სტანდარტულ მოთამაშედ გადაქცევას დაუპირებდნენ.
Kinkladze
13 ოქტომბერი 2022 03:43
5
ყველა გამოხმაურება
ესეგი ნაპოლის ფეისბუქ გვერდზე ქრთველების, ნიგერიელებია და მექსიკელების ზეიმია. :)
Semi
12 ოქტომბერი 2022 23:22
1
რუსეთში ვარ და რუსულ არხზე უყურებდი თამაშს...
მე მგონი რუსებს ჩვენზე ნაკლებათ არ უყვართ ჩვენი ბრილიატი , ყველა ინტერნეტ გამოცემა გამოვიდა ხვიჩას სურათით!
ხვიჩა შენ გენაცვალე , შენ ხარ ჩვენ დიდი იმენდი და სიყვარული !
ბრავისიმო ხვიჩა!!!
ჯონი
12 ოქტომბერი 2022 23:15
8
სიყვარული არაფერ შუაშია, უბრალოდ სხვა ვერავისზე ისაუბრებენ რაშისტები.
რატი
13 ოქტომბერი 2022 01:33
5
Osimeni ra kaci yofila,xvichas magra ujigra.rogor undoda gatana da penali xvichas dautmo.xvicha kide superia.
Gia
12 ოქტომბერი 2022 23:14
0
მართლაც კარგი ბიჭია,მაგრამ თვითონ როცა დაარტყა,გააფუჭა და მეორედ ვეღარ გარისკა.ხვიჩას,ცოტა ხნის წინ, ნაკრებში გატანილი აქვს პენალტი,პოლიტანო,რომელიც ამჟამად არტყავს პენალტებს,მოედანზე არ იყო და ხვიჩას მოუწია დარტყმა.ალბათ სპალეტის წინასწარაც ექნებოდა დათქმული.ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს,როგორც ვიცი.ეკუთვბოდა კიდეც.ნაპოლის გასატანი ყოველთვის გააქვს,აი დაცვაში კი,პრობლემები აქვს და პლეი ოფებში,შესაძლოა მაგან გაუფუჭოს საქმე.მატჩის ბოლოსკენ,გაფრთხილებებიც ბევრი აიღეს,ტყუილად.
სოსო
13 ოქტომბერი 2022 00:29
0
ოსიმენის საქციელი, როცა ბურთი კვარას გადასცა პენალტის დასარტყმელად, იყო კაცობის და დიდი ადამიანური ბუნების გამოხატულება.
ბ რ ა ვ ო !!!
გიორგი
13 ოქტომბერი 2022 00:12
0
ამ ბიჭს ვენაცვალე ჩვენი ასეთი გახარებისთვის და ვუსურვებ დიდ და ბევრ წარმატებას თავის კარიერაში.
გეგი
12 ოქტომბერი 2022 23:04
0
ყოჩაღ ხვიჩა მადლობა რომ გაგვახარე ამაღამ ტკბილად დაგვეძინება!
ზაზა
12 ოქტომბერი 2022 23:03
0
აიაქსმა მეკარე,რომ გამოცვალოს არა? მაგრე პაპაჩემიც ჩადგება კარში და გაუშვებს 10 გოლს!კვარაცხელიამ კიდევ აიკლო ორთავე ფლანგი და დღეს რაც "მთავარია" სპალეტისთვის დაცვაში ძალიან სასარგებლო იყო!
მწრთვნელი
12 ოქტომბერი 2022 23:02
0
ვუყურებ ნაპოლის მთელ "სასტავს": თავის "ტრენერიად" და ყველაზე ჯიგარი მაინც ოსიმენი მგონია და რა ვქნა! კაცია რა, გულიანი! მთელი თავით მაღლა დგას პლიტანო-ლორენცო--ლოზანო-რასპადორიანად, ზედ სპალეტის მიყოლებით. თამაშით კი არა მარტო, ადამიანობით. ერთადერთია მთელ გუნდში ვინც ხვიჩასი არ შურს. მე ასე მგონია რა რავი აბა?
ლევანი
12 ოქტომბერი 2022 23:00
9
დი ლორენცოს ხო მაგრა ევასება ხვიჩა და რუისაც ევასება იმ ბრაზილიელმა მცველმაც 17 ნომერი როა ერთხელ თქვა მიდი ხიჩა ისიამოვნე თამაშიტო ნუ კიმიც კაი ტიპია
გიორგი
13 ოქტომბერი 2022 00:20
0
ოსიმენა კაიფია :DDD
D
12 ოქტომბერი 2022 23:12
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული