კლოპი: "ატალანტასთან" მატჩის წინ: ევროპის ლიგის მოგება გვინდა

AutoSharing Option
ევროპის ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში, დღეს, "ლივერპული" საკუთარ მოედანზე "ატალანტას" დაუპირისპირდება.

მატჩის წინ "მერსისაიდელთა" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ ამ ტურნირის მოგება სურს.

"როდესაც ევროპის ლიგაში ჩავებით, გვინდოდა, რაც შეიძლება შორს გავსულიყავით. ახლა ჩვენ 2-მატჩიან დუელში "ატალანტა" უნდა დავამარცხოთ, რაც ძალიან რთული იქნება, რადგან მათ ისეთი მწვრთნელი უდგათ სათავეში, როგორიც გასპერინია და მან უზარმაზარი სამუშაო გასწია.

ტრიბუნების მხარდაჭერა კვლავ ძალიან გვჭირდება. იმედი მაქვს, მეოთხედფინალური ეტაპისთვის მზად ვართ. ფეხბურთში მოღვაწე ადამიანი ვარ, ჩვენ კი ამ ტურნირში ვმონაწილეობთ და ევროპის ლიგის
მოგება ძალიან მინდა", - ციტირებს კლოპს Eurosport-ი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დასულ ჩივი?DDDDDDDD
დავით
21:37 11-04-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული