ლუკმანის ჰეთ-თრიკი - "ატალანტამ" აქამდე უძლეველ "ბაიერს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის ფინალში „ატალანტამ“ „ბაიერი“ 3:0 დაამარცხა და გასპერინის გუნდმა ტიტული მოიპოვა.

სამივე გოლი 26 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა ადემოლა ლუკმანმა გაიტანა.

. ლუკმანი 1975 წლის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპა ლიგის და უეფას თასის ფინალში სამჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.

. ტურნირზე იტალიურმა კლუბმა 1999 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.

. შეწყდა ყველა ტურნირზე ლევერკუზენელთა წაუგებელი 51-მატჩიანი სერია - 42 მოგება და 9 ფრე.

დუბლინი. „ავივა სტადიუმი“. 47 135 მაყურებელი
ატალანტა - ბაიერი 3:0
გოლები: 1:0 ლუკმანი (12), 2:0
ლუკმანი (26), 3:0 ლუკმანი (75)

მკითხველის კომენტარები / 8 /
kvara 2023 > lookman >> kvara 2024
jei-jei-jei-jei Okocha
23 მაისი 2024 12:59
0
ჩაწყობილს გავდა
kvara
23 მაისი 2024 12:59
8
უყუროს ეხლა კვარამ,ყოველ გოლზე რომ იფხრიწება. ვინაა ჩემპიონი?..
ჟორა
23 მაისი 2024 12:36
7
ეგება უთხრათ ვისაც ეკუთვნის ცოტა დაუწიოს ამ კრიალას რეკლამი ხმას!!მოულოდნელად შოკში გაგდებს!
თამაზ
23 მაისი 2024 11:35
0
ლუკმანმს ცალ ლუკმად არ ეყო ის თქვენი უძლეველი ასპირინი. დედა რა დაურახუნა!!!
ელიასი
23 მაისი 2024 11:12
1
ძალიან გადაღლილები ჩანდნენ ბაიერის ფეხბურთელები,მათ არაფერი არ გამოსდიოდათ!
დავითი
23 მაისი 2024 09:01
1
აი მაგალითი, თუ რატომაა კარგი მწვრთნელის შენარჩუნება (გასპერინი) და არა სეზონში სამი მწვრთნელის შეცვლა (ნაპოლი)!
ლაშა
23 მაისი 2024 08:30
1
ლუკმა- ნი. ლუუქ მანი. შეხედე ფულს. მე ასე გადავთარგმნე.) ანდა ბევრი ლუკმა . ფაქტია რომ ერთ ლუკმად არ ეყო ლევერკუზენი. )) უდავოდ დღეს მისი დღე იყო.ბაიერის ფეხბურთელები პირველ ტაიმში ნასვამებივით დაბორიალობდნენ. ამდენ შეცდომას რომელი გუნდი გაპატიებს? არ მეგონა თუ ასე განადგურდებოდნენ. ეს ყველაზე სუსტი მატჩი იყო, მათი მხრიდან. მე ბაიერს ვქომაგობდი , მაგრამ ატალანტამ ყველა რგოლში დაჯაბნა. ყოჩაღ ბერგამო!
დავით 67
23 მაისი 2024 04:47
1

სიახლეები პოპულარული