ევროპა ლიგა. III ტური: აქტიური ოდიშარია - "რიგასი" "აინტრახტთან" 0:1 დამარცხდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე ტურში შვიდი მატჩი ჩატარდა.

„რიგასი“ გასვლაზე „აინტრახტთან“ 0:1 დამარცხდა. სტუმართა გუნდში ლაშა ოდიშარიამ 83-ე წუთამდე ითმაშა და ძალიან აქტიური გახლდათ, ლუკა სილაგაძე კი სათადარიგო იყო. ლატვიურ კლუბს 1 ქულა აქვს და ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს სახლში „ანდერლეხტთან“ გამართავს.

ფრანკფურტი. „დოიჩე ბანკ პარკი“
აინტრახტი - რიგასი 1:0
გოლი: ლარსონი (79)

სხვა მატჩების შედეგები:

მიდტიულანდი - უნიონი 1:0
ფერენცვაროში - ნიცა 1:0
მაკაბი - სოსიედადი 1:2
პაოკი - პლზენი 2:2
ყარაბაღი - აიაქსი 0:3
რომა - დინამო (კ)
1:0

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული