იხსნება რომში, იხურება ლონდონში - ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები ცნობილია

AutoSharing Option
როგორც იცით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს სხვადასხვა ქალაქი უმაპინძლებს.

გუშინ 7 დეკემბერს უეფას აღმასრულებულ კომიტეტში სხდომა გაიმართა და გაირკვა, თუ რომელ ქალაქში რომელი ჯგუფის შეხვედრები გაიმართება.

ჯგუფები ასე დაწყვილდა:

A ჯგუფი: რომი და ბაქო
B ჯგუფი: სანკტ-პეტერბურგი და კოპენჰაგენი
C ჯგუფი: ამსტერდამი და ბუქარესტი
D ჯგუფი: ლონდონი და გლაზგო
E ჯგუფი: ბილბაო და დუბლინი
F ჯგუფი: მიუნხენი და ბუდაპეშტი

1/8-ფინალის შეხვედრებს უმასპინძლებენ: კოპენჰაგენი, ბუქარესტი, დუბლინი, ამსტერდამი, გლაზგო, ბუდაპეშტი, ბილბაო და ლონდონი.

1/4-ფინალის მატჩები - მიუნხენი, ბაქო, რომი, სანკტ-პეტერბურგი.

ნახევარფინალური და ფინალური
შეხვედრები ლონდონში გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ გახსნით შეხვედრას რომის "სტადიო ოლიმპიკო" უმასპინძლებს.

მომზადებულია UEFA.COM–ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯერ ჩადი ბაქოში, ნახე იქ რა ხდება და მერე ილაპარაკე რატომ უნდა გვაჯობოს..
georgian
08 დეკემბერი 2017 17:41
0
თბილისი სადღაა?ბაქომ როგორ უნდა გვაჯობოს არ მესმის ესე მიძინებული როგორ ვართ ყველგან რომ ჩამოვრჩებით...
ეხხ
08 დეკემბერი 2017 13:13
9
ბაქოში რო უყვართ ფული ჩინოვნიკებს ისე შეიძლება შენც გიყვარდეს, მაგრამ იქ აკეთებენ და საქმისთვისაც რჩებათ. გაზი იმათია და ნავთი. არ გაგიგიათ მაინც? მაგ ნავთით და გაზით ატარებს რუსეთი მსოფლიოს. მანამდე ჩაატარა ოლიმპიადა. ეხლა არ მითხრათ რუსი ჩინოვნიკები ფულს არ აკეთებენო.
haha
09 დეკემბერი 2017 12:59
0
ბაქოში ფულია ბაბაია,ჩვენთან კი ფულზე შეყვარებული ჩინოვნიკები.
zas.
08 დეკემბერი 2017 20:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული