ჩემპიონი 34 მლნ ევროს მიიღებს! - ევროპის ჩემპიონატის საპრიზოები გაიზარდა

AutoSharing Option
ევრო 2020-ზე საპრიზო თანხა 23%-ით გაიზრდება და სარეკორდო ნიშნულს, 371 მილიონ ევროს მიაღწევს.

ამის შესახებ უეფას აღმასრულებელ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბრატისლავაში გაიმართა.

ევრო 2020-ის საპრიზო თანხა წინა ევროპის ჩემპიონატის თანხაზე 70 მილიონი ევროთი მეტია.

აღნიშნული 371 მილიონი ევრო ტურნირის მონაწილე 24 ნაკრებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • თითოეული ნაკრები 9.25 მლნ ევროს მიიღებს.
  • ჯგუფურ ეტაპზე თითოეული მოგებისთვის გუნდი 1.5 მლნ ევროს მიიღებს, ხოლო ფრეზე - 750 000 ევროს.
  • პლეი-ოფში მოგებისთვის ნაკრები დამატებით თანხას არ მიიღებს. 1/8-ფინალის თითოეული მონაწილე 2 მლნ ევროს
    მიიღებს, მეოთხედფინალისტი კი - 3.25 მლნ ევროს. ნახევარფინალში გასვლა კი ნაკრებს კიდევ დამატებით 5 მლნ ევროს მისცემს.
  • რაც შეეხება ფინალს "უემბლიზე", წაგებული გუნდი 7 მლნ ევროს მიიღებს, ხოლო გამარჯვებული - 10 მლნ ევროს.
  • შესაბამისად, თუ ჩემპიონი ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩს მოიგებს, საერთო ჯამში 34 მლნ ევროს მიიღებს. ევრო 2016-ზე ეს თანხა 27 მლნ ევროს წარმოადგენდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული