ამის შესახებ უეფას აღმასრულებელ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბრატისლავაში გაიმართა.
ევრო 2020-ის საპრიზო თანხა წინა ევროპის ჩემპიონატის თანხაზე 70 მილიონი ევროთი მეტია.
აღნიშნული 371 მილიონი ევრო ტურნირის მონაწილე 24 ნაკრებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:
- თითოეული ნაკრები 9.25 მლნ ევროს მიიღებს.
- ჯგუფურ ეტაპზე თითოეული მოგებისთვის გუნდი 1.5 მლნ ევროს მიიღებს, ხოლო ფრეზე - 750 000 ევროს.
- პლეი-ოფში მოგებისთვის ნაკრები დამატებით თანხას არ მიიღებს. 1/8-ფინალის თითოეული მონაწილე 2 მლნ ევროს მიიღებს, მეოთხედფინალისტი კი - 3.25 მლნ ევროს. ნახევარფინალში გასვლა კი ნაკრებს კიდევ დამატებით 5 მლნ ევროს მისცემს.
- რაც შეეხება ფინალს "უემბლიზე", წაგებული გუნდი 7 მლნ ევროს მიიღებს, ხოლო გამარჯვებული - 10 მლნ ევროს.
- შესაბამისად, თუ ჩემპიონი ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩს მოიგებს, საერთო ჯამში 34 მლნ ევროს მიიღებს. ევრო 2016-ზე ეს თანხა 27 მლნ ევროს წარმოადგენდა.