ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 2 დეკემბერს გაიმართება

AutoSharing Option
ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა დუბლინში 2018 წლის 2 დეკემბერს შედგება.

დუბლინშივე 3 დეკემბერს ერთა ლიგის ფინალური სტადიის წილისყრა გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ტურნირი ამა წლის სექტემბერში დაიწყო.

ერთა ლიგის ფინალურ სტადიაში, რომელიც პლეი-ოფის სისტემით ჩატარდება, მონაწილეობას A ლიგის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო D ლიგაში ასპარეზობს.

ხოლო დღეს ცნობილი გახდება ევრო 2024-ის მასპინძელი ქვეყნის ვინაობა. პრეტენდენტი ორია - გერმანია და თურქეთი.

მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული