ფოტო: AS.com
პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ სერბეთთან მატჩში მიღებულ ტრავმაზე ისაუბრა.
"არ ვნერვიულობ, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცნობ საკუთარ სხეულს. ეს ფეხბურთია, ყველაფერი ხდება. თამაში რისკებთანაა დაკავშირებული.
მე მშვიდად ვარ, რადგან ვიცი - ერთ-ორ კვირაში დავბრუნდები, არანაირი პრობლემა არ იქნება", - განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ 31-ე წუთზე პორტუგალიელთა ლიდერმა სრულიად უწყინარ სიტუაციაში ბარძაყის ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი ტურინის "იუვენტუსსა" და ამსტერდამის "აიაქსს" შორის 10 აპრილს გაიმართება.