ჩვენი მეტოქეები: დანია შვეიცარიასთან 84-ე წუთამდე 0:3-ს აგებდა და ფრეს მიაღწია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 მარტს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში შვეიცარიისა და დანიის ნაკრებების მატჩი 3:3 დასრულდა.

არადა, სტუმრები 84-ე წუთამდე 0:3-ს აგებდნენ.

შვეიცარიელთა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა თქვა, რომ 80 წუთი კარგად ითამაშეს, შემდეგ კი უკან ღრმად დაიხიეს, რისთისაც დაისაჯნენ, თუმცა 2 შეხვედრაში აღებული 4 ქულა ცუდი შედეგი არაა და ხელიდან გაშვებული გამარჯვება ფეხბურთელებზე ცუდად არ იმოქმედებს.

დანიელთა თავკაცმა ოგე ხარეიდემ კი აღნიშნა, რომ ფეხბურთის გაგება ხანდახან წარმოუდგენელია, მისი ფეხბურთელები ფანტასტიკურად გაისარჯნენ, გუნდი, ჟურნალისტები და გულშემატკივრები ერთი გუნდი არიან და ძალიან უნდათ
ევროპირველობაზე გასვლა.

ბაზელი. "სენტ იაკობი"
შვეიცარია - დანია 3:3
გოლები: 1:0 ფროილერი (19), 2:2 ჯაკა (66), 3:0 ემბოლო (76), 3:1 იორგენსენი (84), 2:3 გიტკიაერი (88), 3:3 დალსგაარდი (90+3)

შვეიცარია: შომერი, მბაბუ, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი (ბენიტო 46), ზაკარია, ჯაკა (სოუ 79), ფროილერი,  ემბოლო, ცუბერი, აჯეტი ( მეჰმედი 71)

დანია: შმეიხელი, დალსგაარდი, კიაერი, მ. იორგენსენი, ლარსენი,  შიონე (ჰოიბერგი 70), დელენი, ერიკსენი,  პოულსენი, ბრაიტვაიტი, ნ. იორგენსენი (გიტკიაერი 70)

მკითხველის კომენტარები / 12 /
საერთოდ ნაკრები არ გვყავს,არც მწვრთნელი,შეცვლებს აგვიანებს,სათამაშო სქემა და გუნდის გადაწყობა კრიტიკას ვერ უძლებს,ცხადაძის გაშვება შეცდომა იყო,ძალიან არ მინდა,მაგრამ დანიასთან და შვეიცარიასთან გასვლაზე თამაში იქნება კატასტროფა,დიდი ანგარიშით წაგებები,ამას აქედანვე უნდა შევეგუოთ სამწუხაროდ.
ზაზა კორტანელი
27 მარტი 2019 19:30
1
Sheeshvit am vais.რvais.rac gaaketa,imaze mets ampexburtelebit veravin gaaketebs.უgaaketebs.uketesebi ki ar gvkavs.ეgvkavs.es realobaa da tvali unda gavuscorot.მgavuscorot.mixedet pexburts regionebshi,sadac normalur moedans ver naxavt.სnaxavt.skolebze saubari xom zedmetia.zedmetia.marto tbilisit pons ver gaxvalt.
vagneri janashis
27 მარტი 2019 15:32
0
არ გვყავს ეს გამტანი და ვინ უნდა გაიტანოს. არ გვყავს ჩვენ ნაკრები. ერთა ლიგის ჯგუფი ჩაკვეტაძემ მოიგო
გოგა
27 მარტი 2019 11:30
0
ვაის აჩვენეთ ეს თამაში და კიდევ 70-ან წლებში ლივერპული გრანდი იყო,მსოფლიოში ერთერთი უპირველესი გუნდი და უთხარით ვაისს რა უქნა ლივერპულს ქართველმა უგრანდო ფეხბურთელებმა,ვაის ბატონო!თამაშის წინ ჩამოსვლით ომს ვერ მოიგებ,ჩვენები ვარსკვლავებს ვერ კრეფენ მაგრამ კარგი,გულიანი მწვრთნელი,კარგ გუნდს დააყენებდა.
nikolozi
27 მარტი 2019 09:10
5
ვინ იყო უგრანდო? ლივერპულს რომ დინამომ მოუგო, ის დინამო იყო უგრანდო??? ნახევარი დინამო ევროპული დონის ვარსკვლავები იყო. და მეორე ნახევარი ისეთი მაღალი დონის მოთამაშეები, თანამედროვე ქართულ ფეხბურთში საერთოდ რომ არ გვყავს.
Irakliy
27 მარტი 2019 12:45
0
შვეიცარია როცა იგებდა, ჩვენმა კომენტატორმა - აი, თურმე რა გუნდთან წაგვიგიაო :) დაგვამშვიდა ერი
Homeros
27 მარტი 2019 03:44
0
ესენი ვიკინგები არიან, ჩვენებივით კურდღლები და მშიშარები კი არ არიან. აკი რთული იყო შვეიცარიისთვის გოლის გატანა, 6 წუთში მიიართვეს 3 გოლი?
Geo_Dinamo
27 მარტი 2019 02:51
1
გოლები ნახე ჯერ. გაჩერდა შვეიცარია და ბურთი არც კი გამოქონდა საჯარიმოდან.
ggg
27 მარტი 2019 03:49
0
რა ბედნიერებაა როცა ასეთი ბრძოლის უნარიანი გუნდი რომ გყავს.
კახა ქირია
27 მარტი 2019 02:43
1
ამოქმედდა ტოტალიზატორი შესარჩევებზეც თუ რა არის? ნორვეგია-შვედეთზეც 86 წთდან 4 გოლი გავიდა.
???
27 მარტი 2019 02:37
6
ჩვენც გვინდა მებრძოლი გუნდი ... ჩვენც ....
dima
27 მარტი 2019 02:33
0
აბააა ჩემი.. ჩვენ ერთით ნოლზე კანკალი გვეწყება და ფეტვისმარცვალივით ვიბნევით!!!
Biannkoneri
27 მარტი 2019 01:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული