როგორც იცით, ერთა ლიგის ნახევარფინალებში ერთმანეთს საქართველო და ბელარუსი და ჩრდილოეთ მაკედონია და კოსოვო შეხვდებიან. საქართველოს და ბელარუსის ნაკრებებს ტურნირზე პირდაპირ ევროშესარჩევიდან გასვლის შანსი თითქმის არა აქვთ, ჩრდილომაკედონიელებს ნაკლებად და მხოლოდ კოსოვო ინარჩუნებს ამის შესაძლებლობას.
დღეს, 7 სექტემბერს, კოსოვომ საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო ჩეხეთს, A ჯგუფში 8 ქულით მეორე პოზიციზეა და მესამეადგილოსან ჩეხეთს 2 ქულით გაასწრო.
10 სექტემბერს კოსოვო "უემბლიზე" ლიდერ ინგლისს დაუპირისპირდება.
რეგლამენტის მიხედვით, ნაკრები, რომელიც საკვალიფიკაციოდან მოიპოვებს ევროპირველობის საგზურს, პლეი-ოფში აღარ იასპარეზებს და მას რეიტინგის მიხედვით შემდეგი ჩაანაცვლებს.
პრიშტინა. "ფადილ ვოკრი"
კოსოვო - ჩეხეთი 2:1
გოლები: 0:1 შიკი (16), 1:1 მურიკი (20), 2:1 ვოივოდა (66)