კოსოვომ ჩეხეთი დაამარცხა და ევროპირველობაზე ერთა ლიგის გარეშე აპირებს გასვლას [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც იცით, ერთა ლიგის ნახევარფინალებში ერთმანეთს საქართველო და ბელარუსი და ჩრდილოეთ მაკედონია და კოსოვო შეხვდებიან. საქართველოს და ბელარუსის ნაკრებებს ტურნირზე პირდაპირ ევროშესარჩევიდან გასვლის შანსი თითქმის არა აქვთ, ჩრდილომაკედონიელებს ნაკლებად და მხოლოდ კოსოვო ინარჩუნებს ამის შესაძლებლობას.

დღეს, 7 სექტემბერს, კოსოვომ საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო ჩეხეთს, A ჯგუფში 8 ქულით მეორე პოზიციზეა და მესამეადგილოსან ჩეხეთს 2 ქულით გაასწრო.

10 სექტემბერს კოსოვო "უემბლიზე" ლიდერ ინგლისს დაუპირისპირდება.

რეგლამენტის მიხედვით, ნაკრები, რომელიც საკვალიფიკაციოდან მოიპოვებს ევროპირველობის საგზურს, პლეი-ოფში აღარ იასპარეზებს და მას რეიტინგის მიხედვით შემდეგი ჩაანაცვლებს.

პრიშტინა. "ფადილ ვოკრი"
კოსოვო - ჩეხეთი 2:1
გოლები: 0:1 შიკი (16), 1:1 მურიკი (20), 2:1 ვოივოდა (66)

მკითხველის კომენტარები / 9 /
რა დროს კოსოვოა? მანამდე ჯერ ბელორუსია ჩვენთვის საკმაოდ რთული დასამარცხებელი იქნება. სულ ასე სადღაც წინ რომ ვიხედებით ამიტომაა რომ გასაკეთებელს დღეისათვის რაც გვაქვს ვერ ვაკეთებთ. დარწმუნებულებივით ვართ ხლმე, მაგალითად კალათბურთში ევრო ჩემპიონატიც კმარა. უკვე 1/2 ფინალის გზებს ვხატავდით და ჯგუფში ჩავრჩით. მხოლოდ ბელორუსიაზე უნდა იყოს ახლა აქცენტი და არა ფინაზე, იქ მაკედონიაცაა სხვათა შორის.
Geo_Dinamo
11:35 08-09-2019
0
სამივე გოლი ერთი შეხებით გაიტანეს. ჩვენები ჯერ ბურთს აჩერებენ ან ამუშავებენ (ისწორებენ) და მერე ურტყამენ. ანუ დროს ვფლანგავთ მოწინააღმდეგის სასარგებლოდ.
ჰაჰა
11:00 08-09-2019
0

სიახლეები პოპულარული