თურქეთმა და საფრანგეთმა ევროპირველობის საგზური მოიპოვეს

AutoSharing Option
ევროშესარჩევ ტურნირზე თურქეთისა და ისლანდიის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა. შედეგად, ჯგუფიდან კონტინენტის პირველობაზე თურქეთი და საფრანგეთი გავიდნენ.

H ჯგუფში შენოლ გიუნეშის გუნდი 20 ქულით ლიდერია. მეორე ადგილზე 19 ქულით საფრანგეთია და 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. ისლანდიას 16 ქულა აქვს და თეორიულად შეუძლია საფრანგეთს დაეწიოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გალთა გუნდს მიენიჭება უპირატესობა, ვინაიდან ურთიერთშეხვედრებში ორივეჯერ დაამარცხა (4:0, 1:0).

ევროპირველობის საგზური უკვე მოიპოვეს ბელგიამ, იტალიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, უკრაინამ და ესპანეთმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული