აზარებმა არ დაიზარეს და რუსეთის ნაკრები აიკლეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 ნოემბერს, ევროშესარჩევი ტურნირის ბოლოსწინა, მე-9 ტურში ბელგიის ნაკრებმა სტუმრად 4:1 დაამარცხა რუსეთი.

ორივე გუნდს უკვე მოპოვებული ჰქონდა ევროპის ჩემპიონატის საგზური და ისღა უნდა გაერკვიათ, რომელი დაიკავებდა ჯგუფში პირველ ადგილს და რომელი მეორეს.

უნდა აღინიშნოს, რუსეთის ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მუდამ ადვილ ჯგუფში ხვდება. ასეა ამჯერადაც. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა ადვილ მეტოქეებს უპრობლემოდ სძლიეს, ბელგიასთან კი ორივე შეხვედრა წააგეს.

ანგარიში ედენ აზარის გადაცემით ტორგან აზარმა გახსნა, შესვენებამდე კი ედენმა დუბლი შეასრულა და მოწინააღმდეგეს საქმე მოუთავა. ნატურალიზებული ბრაზილიელი გილერმეს კარი მეორე
ტაიმში რომელუ ლუკაკუმაც დალაშქრა, ერთი საპასუხო გოლი კი ქართული წარმოშობის მცველმა გიორგი ჯიქიამ გაიტანა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია.

რობერტო მარტინესის გუნდმა ტურნირზე ცხრავე მატჩი მოიგო და პირველი ადგილი გაიფორმა, ხოლო რუსეთმა - მეორე.

პეტერბურგი. "გაზპრომ-არენა". 53 317 მაყურებელი
რუსეთი - ბელგია 1:4
გოლები: 0:1 ტ. აზარი (19), 0:2 ე.აზარი (33), 0:3 ე. აზარი (40), 0:4 ლუკაკუ (72), 1:4 ჯიქია (79)
მკითხველის კომენტარები / 6 /
მგელს კურდღელი სახარებას უკითხავდაო ისეა ჩვენი საქმე თითქოს ჩვენ ვინმეზე რაიმე წამოსაძახებელი გვქონდეს ფეხბურთში რაიმე
Mxedari Roberti
11:59 17-11-2019
6
რუსებმა ვერ ისწავლეს ფეხბურთის თამაში. ჯიქიამაც ვერ უშველა, მაგის ინტერვიუ წავიკითხე ამას წინ - ქართველი არ ვარ, მეგრელი ვარო, არის ასეთი ხალხი საქართველოშიო...
ჯეკო
09:17 17-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული