ევრო 2020-ის პლეი-ოფის ყველა წყვილი და მასპინძელი ცნობილია - ვინ ვის ხვდება ერთა ლიგიდან

AutoSharing Option
დღეს, 22 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევრო 2020-ის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც მონაწილეობას 2018/19 წლების სეზონის ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაციიდან ვერ მოხვდნენ.

წილისყრის შედეგები ასე გამოიყურება:

A დივიზიონი
ისლანდია-რუმინეთი
ბულგარეთი-უნგრეთი (გამარჯვებული ფინალს უმასპინძლებს)

ამ კვარტეტის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის C ან F ჯგუფში მოხვდება.

B დივიზიონი
ბოსნია-ჩრ. ირლანდია
სლოვაკეთი-ირლანდია (გამარჯვებული ფინალს უმასპინძლებს)

ამ კვარტეტის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფში მოხვდება.

C დივიზიონი
შოტლანდია-ისრაელი
ნორვეგია-სერბეთი (გამარჯვებული ფინალს უმასპინძლებს)

ამ კვარტეტის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში მოხვდება.

D დივიზიონი
საქართველო-ბელარუსი (
გამარჯვებული ფინალს უმასპინძლებს)
ჩრ. მაკედონია-კოსოვო

ამ კვარტეტის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის C ან F ჯგუფში მოხვდება.

ნახევარფინალები 26 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალები - 31 მარტს. ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი 30 ნოემბერს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მუღამი იმაშია რომ ფინალში თუ გავედით თბილისში ვითამაშებთ და სტადიონი კი არა მარჯანიშვილიდან დიდუბემდე ხალხი იდგება გარეთ. საოცარი მუხტი იქნება და გაგვითანაბრებს შანსებს
დავითი
22:21 22-11-2019
0
არაამქვეყნიურად გაგვიმართლა. ბელორუსი ჩვენზე ბევრად უფრო შავ დღეშია ამიტომ შანსები თითქმის თანაბარია, მაგრამ მაკედონია-კოსოვოს გამარჯვებულს რა უნდა მოვუხერხოთ ფინალში ამოუხსნელი ამოცანაა. ორივე გუნდმა ბევრად ძლიერად ჩაატარა შესარჩვი ვიდრე ჩვენ. არცერთთან არ გვექნება არანაირი შანსი.
dadu
17:33 22-11-2019
53

სიახლეები პოპულარული