The Times: რუსეთის ნაკრები შეიძლება ევრო 2020-დან და მუნდიალიდან მოკვეთონ

AutoSharing Option
19 ნოემბერს "დეილი მეილმა" გვაუწყა, რომ რუსეთის ნაკრებს ევრო 2020-ზე შეიძლება პეტერბურგში მატჩების ჩატარების ნება არ დართონ; ახლა კი The Times-ი ავრცელებს ინფორმაცის, რომ არაა გამორიცხული, ტურნირზე საერთოდ არ დაუშვან.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რეკომენდაცია გასცა, უახლოესი 4 წლის მანძილზე რუსეთს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა აუკრძალონ.

გამოცემის მტკიცებით, შესაძლოა, რუსეთის ნაკრებს 2020 წლის ევროპირველობასა და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება არ მისცენ.

WADA-ს ანგარიში ბრიტანელმა ადვოკატმა ჯონათან ტეილორმა შეადგინა, რომელიც გვამცნობს, რომ კოლეგია რამდენიმე წელია სწავლობს რუსეთის მიერ ანტისადოპინგო
გლობალური წესების დარღვევას.

ანგარიშიდან დადგინდა, რომ რუსები განზრახ მანიპულირებდნენ ანალიზთა ბაზის მონაცემთა შედეგებით, რომლებიც WADA-ს გადაეცა, რათა მათი სპორტსმენების წარუმატებელი ანალიზები დაემალათ.

მოხსენებაში აგრეთვე იტყობინებიან, რომ აუცილებელია რუს ჩინოვნიკებს აეკრძალოთ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება და რუსეთს აეკრძალოს ნებისმიერი ტურნირის მასპინძლობა.

აღნიშნული საკითხი 9 დეკემბერს, WADA-ს აღმასკომზე განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
დავიღუპეთ! ჯიქია ვერ ითამაშებს!
????
14:55 26-11-2019
1
რუსებს ცივილიზებული სამყაროს არანაირი წესები და კანონები არ აინტერესებთ, შესაბამისად არც იცავენ. ოლიმპიადაზე მათ დაავიწყდათ და აქ ზოგიერთ კომენტარშიც ჩანს, რომ ის თეთრი დროშა რომლითაც მათ ნება დართეს გამოსულიყვნენ ვერ გააცნობიერეს რა იყო. ამიტომ ახლა აუვცილებლად დასჯიან და ძალიან მკაცრად, ეს 9 დეკემბერიც მალე მოვა მერე ყველა დაიჯერებს, რომ სულ კიდიათ პუტინიც და მთელი რუსეთიც. ჩემზე რომ იყოს მარტო სპორტული იზოლაცია ცოტაა, მათ არცერთ ქვეყანაში არ უნდა მისცენ შესვლის ნება და ჩაკეტილი უნდა იყვნენ მთლიანად თავიაანთ "ქვეყანაში".
G.LA
13:03 26-11-2019
2

სიახლეები პოპულარული