"ჩვენ მოვლენების განვითარებას ვაკვირდებით. სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ. ტურნირების შეჩერება არ გვინდა, მაგრამ თუ ვითარება გართულდა, ამის გაკეთება მოგვიწევს", - განაცხადა უვამ Rai Radio 1 Sport-ის პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალშია გასული და ევროპირველობაზე მონაწილეობის შანსი აქვს.
არაა გამორიცხული, კორონავირუსის გამო ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაც არ გაიმართოს.