უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ გაამხილა, პრემიალურის სახით რა თანხა მისცეს ევროპირველობაზე გასულ ნაკრებს.
"ჩვენი ნაკრები ევრო 2020-ზე ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. ვამაყობთ ჩვენი გუნდით. სარეკორდო თანხა გადავუხადეთ, 4 მილიონი ევრო. ნაკრები უდავოდ ამის ღირსია. ფულს მწვრთნელი შევჩენკო და კაპიტანი პიატოვი გაანაწილებენ".
კორონავირუსის გამო ევროპის ჩემპიონატი მომავალი წლისთვის გადაიტანეს.