მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, დანიელმა მიკაელ ლაუდრუპმა უეფა გააკრიტიკა იმის გამო, რომ დანიისა და ფინეთის შეხვედრა კრისტიან ერიკსენს თავგადამხდარი ამბის შემდეგ განაახლა...
"როცა ასეთი რამ ხდება, ფეხბურთელები ემოციის პიკზე არიან. ასეთ დროს ადამიანები საჭირო გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ვიღაც უნდა იყოს, ვინც იტყვის: "ახლა ამას ვაკეთებთ, აქ კი ვჩერდებით!
თითქოს დანიის ნაკრების ფეხბურთელებს არჩევანი ჰქონდათ, რეალურად კი ის არ არსებობდა. დღეს ეთამაშათ, ან ხვალ 12 საათზე. მაპატიეთ, მაგრამ, მიმაჩნია მიღებული გადაწყეტილება სწორი
არ იყო.
ემოციური სიტუაციის პიკზე ყოფნისას გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო. უეფამ მსგავს სიტუაციაში უნდა თქვას: "რასაკვირველია, დღეს არ ვითამაშებთ. შემდეგ კი გამოსავალს ვიპოვით."
თამაშის ჩამთავრება მეორე დღეს ან საღამოს შეიძებოდა, ან საერთოდაც ზეგ. ან უბრალოდ, 0:0 დაეტოვებინათ,"- თქვა ლაუდრუპმა TV3+-თან ინტერვიუში.
მომზადებულია sports-ის მიხედვით
ცოდოა გუნდი მაგრამ ხდება მსგავსი მოულოდნელობები, რას იზამ