ინგლისმა გამარჯვებით დაიწყო - გაამართლებს თუ არა დაუსრულებელ მოლოდინს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, D ჯგუფში, ინგლისმა საკუთარ მოედანზე ხორვატია 1:0 დაამარცხა და ტურნირი ისტორიაში პირველად დაიწყო გამარჯვებით. თუმცა, მატჩმა სანახაობრივი თვალსაზრისით იმედები აშკარად ვერ გაამართლა.

მასპინძლები, რომელთა სასტარტო შემადგენლობაში დიდ ტურნირზე უკანასკნელი 29 წლის განმავლობაში „ლივერპულის“ და "მანჩესტერის" არც ერთი ფეხბურთელი არ იყო, თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და დებიუტში ფოდენმა ბურთი ძელს გაარტყა. სადღაც შუა პირველ ტაიმში თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში კი სტერლინგმა ინგლისელები დააწინაურა. შემდეგ მისი პასით კეინი მეკარესთან გაიჭრა, ბურთი კარს
ააცილა, თავით ძელს შეეჯახა, საბედნიეროდ არ დაშავდა, თამაშის გაგრძელება შეძლო და 81-ე წუთზე 17 წლის ბელინგემმა შეცვალა. უსახურმა ხორვატიამ კი ვერაფრით უპასუხა და დამარცხდა.

მოკლედ, "სამმა ლომმა", რომლის წარმატებას დიდ ტურნირზე 1966 წლის შემდეგ ამაოდ ელიან, სტარტზე გაიმარჯვა და ვნახოთ, მოახერხებს თუ არა გულშემტკივრების იმედების გამართლებას.

ლონდონი. „უემბლი“
ინგლისი - ხორვატია 1:0
გოლი: სტერლინგი (57)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული