"ბელგიელებს ყველა სძულთ" - ჟირინოვსკიმ რუსეთის ნაკრების წაგების მიზეზს მიაგნო

AutoSharing Option
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, რლდპ-ის შეუცვლელმა ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების ბელგიასთან 0:3 მარცხი "ღრმად ფილოსოფიურად" ახსნა.

"ბელგიის რუსეთთან გამარჯვების მთავარი მიზეზი პატარა ერის ნაციონალიზმია. ვალონები, ფლამანდრიელები საუკუნეები იბრძოდნენ დამოუკიდებლობისათვის, გარშემო ყველა სძულთ და ეს მათთვის მძლავრი დოპინგია.

ჩვენ კი ეს არ გვაქვს, ვინაიდან საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ეროვნული იდენტობის წალეკვას ახდენდნენ. ამის გამო მეფესაც ვერ იტანდნენ, საბჭოთა ხელისუფლებასაც ვერ იტანდნენ და ელცინსაც ვერ იტანდნენ. ხან საბჭოთა ერი ვართ და ხან რუსეთის, მაგრამ რატომღაც
არა რუსი. ეს მოქალაქეებში ერთიანობის გრძნობას არ იწვევს", - დაწერა ჟირინოვსკიმ თავის ტელეგრამ-არხზე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თვითონვე აღიარებს,რომ ვერავის ვერ ვიტანთ,ვერც შინაურს და ვერც გარეულს,ყველა გვეზიზღებაო.მერე კი,ბელგიელების ნაციონალიზმზე და სიძულვილზე რატრატებს,სისულელეებს,თვითონ ფაშისტი.
სოსო
12:03 16-06-2021
0
რუსებს თუ სიძულვილი აკლიათ, ზღვას ქვიშა დააკლდება. სიძულვილი რომ არა რა ჯანდაბა წაგიყვანდათ სხვის მიწაზე საომრად.
გიორგი
09:37 16-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული