ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან მატჩის წინ ფინეთის ნაკრების 30 წლის ნახევარმცველი იონი კაუკო ოპტიმისტურადაა განწყობილი.
"დანიელების ძლევის შემდეგ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ. ჩვენც და რუსეთსაც დიდი თამაში გველის. განსაკუთრებით, პირველი ტურის შეხვედრების შედეგების გათვალისწინებით.
ადვილი არ იქნება, მაგრამ ისევე ვიბრძოლებთ, როგორც დანიასთან და გამარჯვებას შევეცდებით. ჩვენი მიზანი მუდამ მოგებაა, რუსეთთან ფრეზე თამაშს არ ვაპირებთ", - განაცხადა კაუკომ პრესკონფერენციაზე.
ადვილი არ იქნება, მაგრამ ისევე ვიბრძოლებთ, როგორც დანიასთან და გამარჯვებას შევეცდებით. ჩვენი მიზანი მუდამ მოგებაა, რუსეთთან ფრეზე თამაშს არ ვაპირებთ", - განაცხადა კაუკომ პრესკონფერენციაზე.