ევროპის ჩემპიონატზე გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმის დასასრულს მასპინძელთა გუნდის მცველი ანტონიო რიუდიგერი ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბას უკნიდან მოეხვია და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ უკბინა.
პოგბამ უმალ მსაჯს, კარლოს დელ სერო გრანდეს მიმართა, მაგრამ მან ფეხბურთელის ჩივილს ყურადღება არ მიაქცია და რიუდიგერი დაუსჯელი დარჩა.
ნამატჩევს ფეხბურთელებმა ისაუბრეს, ერთმანეთს გადაეხვივნენ და ინციდენტი ამოიწურა.