რუსეთმა მასზე სუსტ ფინეთს სძლია და ოდნავ შვებით ამოისუნთქა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, B ჯგუფში,  რუსეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფინეთი 1:0 დაამარცხა.

ბელგიასთან დამარცხებული რუსეთი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, სატურნირო თვალაზრისითაც არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა და დანიელების მძლეველ ფინეთთან აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, გოლი კი საკუთარ კარში მიიღეს, მაგრამ პოჰიანლაპოს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. რუსეთი სრულ უპირატესობას ფლობდა, ხოლო „სუომი“ სწრაფი და სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა.

თითქოს პირველი ტაიმი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში მირანჩუკმა მცველი ჩამოიცილა და ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა. ეს 2019 წლის შემდეგ ნაკრებში მისი
პირველი გოლია. პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო რუსეთის ნაკრების მცველმა ფერნანდესმა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც იუწყებიან, მას ხერხემლის პრობლემა აქვს.

მეორე ტაიმში რუსეთმა ტემპი დააგდო, ბურთს ცენტრში ათამაშებდა, მოწინააღმდეგის შეცდომის მოლოდინში იყო და შეცვლაზე შესულმა ჟამალეტდინოვმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, მერე კუზიაევს გატანა მიმდინარე ტურნირის პირველი წრის საუკეთესო მეკარედ აღიარებულმა ჰრადეცკიმ არ დაანება. ფინეთს კი შეტევაში არაფერი გამოსდიოდა, მათ შემტევებს თამაშის გასამწვავებლად ელემენტარულად კლასი არ ჰყოფნიდათ და საშუალოზე დაბალი დონის ორი გუნდის შეხვედრაში ჩერჩესოვის შეგირდებმა იმარჯვეს.

სანკტ-პეტერბურგი. „სანკტ-პეტერბურგი“

რუსეთი - ფინეთი 1:0
გოლი: მირანჩუკი (45+2)

ამავე ჯგუფში ხვალ ერთმანეთს ბელგია და დანია შეხვდებიან. 21 ივნისს კი დანია რუსეთს უმასპინძლებს, ხოლო ფინეთი ბელგიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
"საშუალოზე დაბალი დონის ორი გუნდის შეხვედრაში ჩერჩესოვის შეგირდებმა იმარჯვეს" - გასაგებია,რომ მაღალი კლასის ნაკრები არც ერთია და არც მეორე,მაგრამ ჟურნალისტის მხრიდან სტატიაში მათი ასე მოხსენიება არ მიმაჩნია კორექტულად,მითუმეტეს ჩვენი ნაკრების ფონზე! ჩვენ რომ მათზე ძლიერი გუნდი გვყავდეს და ევროპაზე ვთამაშობდეთ კიდევ ხო მესმის,მაგრამ საშუალოზე დაბალი დონე პირველ რიგში ჩვენ ვართ,რადგან არც რუსეთზე და არც ფინეთზე ძლიერი ნაკრები არ გვყავს..ყველამ მის მკვდარს მიხედოსო როგორაა გამოთქმა. არც რუსეთის გულშემატკივარი ვარ და არც ფინეთის,ობიექტურად არაა ლამაზი უბრალოდ სტატიაში ასე წერა.
გიორგი
13:25 17-06-2021
0
სპორტი სპორტია,მუშტების ბრახუნს სჯობს ყველამ მის მკვდარს მიხედოს.
ჯუჯი
09:09 17-06-2021
2

სიახლეები პოპულარული