რუსებმა გაიხარეს და უკრაინელებს ნიშნის მოგებით მიმართეს

AutoSharing Option
ევროპირველობაზე რუსეთის ნაკრების მიერ ფინეთის დამარცხებამ (1:0) ძალიან გაახარა რუსი გულშემატკივრები. სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა დმიტრი სვიშევმა უმალ კომენტარი გააკეთა.

"იმედია, დღეს ჩვენი უკრაინელი მეზობლებისგან ყვირილი არ იქნება. არ ვიცი, ჰქონდათ დღეს თუ არა უფასო ლუდით ახალი აქციები ან სხვა პროვოკაციები. დღეს ჩვენს არაკეთილმოსურნეებს გასახარებლად შანსი არ მივეცით. ახლა ჯგუფიდან გასასვლელად დანიის დამარცხებაა საჭირო", - ციტირებს სვიშევს "ჩემპიონატი".

მკითხველის კომენტარები / 7 /
რუსეთის ნაკრები მოიგებს თუ წააგებს,კარგად ითამაშებს თუ ცუდად,მისი გულშემატკივარი რუსი ფუნქციონერები,თავისი უაზრო ურაპატრიოტიზმით,მაინც ახერხებენ,ნაკრები სასაცილოდ ასაგდები გახადონ
სოსო
13:39 17-06-2021
2
უფასო ლუდის დარიგება საკუთარ ქვეყანაში, პროვოკაცია ყოფილა თურმე. ამათ თავხედობას არ აქვს საზღვარი
ზურა
00:02 17-06-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული