21:58 16-06-2021
ბეილის 2 საგოლე პასი, გაცუდებული პენალტი, ჩხუბი და უელსის თურქეთთან გამარჯვება [VIDEO]
AutoSharing Option
სტარტზე იტალიელებთან განადგურებული თურქეთი, ფაქტობრივად, საკუთარ მოედანზე შეხვდა უელსს და ისევ მარცხი იწვნია.
პირველი ტაიმი საინტერესოდ წარიმართა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ანგარიში კი ტაიმის დასასრულს ბეილის პასით რამზიმ გახსნა. შესვენების შემდეგ თურქებმა დიდი ძალებით შეუტიეს. ბურაქმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს, ხოლო საპასუხო იერიშისას რამზის გოლი ჩაქირმა არ გაატანინა. შემდეგ ბეილი საჯარიმოში (თუ საჯარიმოს ხაზთან) სიონჯიუმ წააქცია, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ბურთთან თავად გარეთი მივიდა და ტრიბუნებისკენ გააგზავნა - ეტყობა, ეგონა, გოლფს თამაშობდა.
აქედან მოყოლებული, გიუნეშის გუნდი შტურმზე გადავიდა. დემირალის თავური უორდმა მოიგერია. მერე ბრიტანელთა საჯარიმოში ჩხუბი ატყდა, კონტრიერიშისას უილსონმა ვერ გამოიყენა შანსი, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი ბეილი საჯარიმოში შეიჭრა და რობერტსს გაატანინა.
ბაქო. „ოლიმპია“
თურქეთი - უელსი 0:2
გოლები: 0:1 რამზი (42), 0:2 რობერტსი (90+5)
გამოუყენებელი პენალტი: ბეილი (61)
დღეს ამავე ჯგუფში იტალია შვეიცარიას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული