ტრავმა მოირჩინა, შევიდა და თამაში შემოატრიალა - დე ბრუინი ბელგიელთა გმირია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპირველობის მეორე ტურში, B ჯგუფში, ბელგიამ სტუმრად დანია 2:1 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და უკვე 99-ე წამზე პოულსენმა ანგარიში გახსნა. დანიას შეტევები არც ამის შემდეგ შეუჩერებია, ნაქები ბელგია კი უჩვეულოდ პასიური იყო. სადღაც 30-ე წუთისთვის სტუმრებმა თამაში გაათანაბრეს, იერიშებისთვისაც მოიცალეს, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ბელგიელთა მწვრთნელმა მარტინესმა მერტენსი ტრავმამორჩენილი დე ბრუინით შეცვალა და თამაშიც მკვეთრად შეიცვალა. საპასუხო გოლი ტ. აზარმა კევინის პასით გაიტანა. 59-ე წუთზე კარასკო ე. აზარმა შეცვალა,
71-ე წუთზე კი თავად დე ბრუინმა გაიტანა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ ერიკსენის პატივისცემის ნიშნად, მან გოლი არ აღნიშნა.

შემდეგ დანია იერიშზე გადავიდა. ვითარება დაიძაბა. კურტუას დანიელი ფანები ბოთლებსა და ჭიქებს ესროდნენ. ბრეიზუეითის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ბოლოს მოწინააღმდეგის საჯარიმოში შმეიხელი ჩავიდა. ბელგია ბურთს დაეუფლა. სწრაფი კონტრშეტევისას მენიემ შორიდან ცარიელ კარში დაარტყა და თავისი გუნდი ნახევარმცველმა იენსენმა იხსნა.

კოპენჰაგენი. „პარკენი“
დანია - ბელგია 1:2
გოლები: 1:0 პოულსენი (2), 1:1 ტ. აზარი (55), 1:2 დე ბრუინი (71)

ამ ჯგუფში უკანასკნელი ტურის მატჩები 21 ივნისს ჩატარდება - ფინეთი ბელგიას, დანია კი რუსეთს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული