პირველ ტურში პოლონეთის ძლევის შემდეგ სლოვაკეთს სტურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფრეც ხელს აძლევდა და მშვიდად, დაბალ ტემპში თამაში ამჯობინა, რომელიც მთლად ლამაზი სანახავი არ იყო. მწვავედ შვედეთიც ვერ უტევდა და პირველი ტაიმი მომენტის გარეშე დასრულდა.
მეორე ტაიმი „ტრე კრუნურმა“ აქტიურად დაიწყო და მეკარე დუბრავკამ აუგუსტინსონის თავური მოიგერია, შემდეგ ისაკს არ დაანება გატანა, 78-ე წუთზე კი ქუაისონმა პენალტი მოიპოვა, ფორსბერგმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა. ესპანეთთან მოპოვებული ფრის მერე შვედეთმა სლოვაკეთთან იმარჯვა და
სანკტ-პეტერბურგი. „სანკტ-პეტერბურგი“
შვედეთი - სლოვაკეთი 1:0
გოლი: ფორსბერგი (78, პენ)
ამავე ჯგუფში ხვალ ესპანეთი პოლონეთს დაუპირისპირდება. 23 ივნისს ბოლო ტური გაიმართება: სლოვაკეთი ესპანეთს, ხოლო შვედეთი პოლონეთს შეხვდება.