უნგრეთი მსოფლიოს ჩემპიონს ეომა და ქულაც მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში, უნგრეთისა და საფრანგეთის მატჩი 1:1 დასრულდა.

პირველ ტურში უნგრეთი პორტუგალიასთან ბოლო 6 წუთში 0:3 დამარცხდა, თუმცა ასეთი ანგარიშით წაგებას არ იმსახურებდა. ეს შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, მბაპესა და ბენზემას ჰქონდათ მომენტები, ანგარიში კი ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მასპინძელთა მცველმა ფიოლამ გახსნა. 26-ე წუთზე თავბრუ დაეხვა მადიართა კაპიტან სალაის და შეცვალეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანვე ფრანგებმა კვლავ დიდი ძალებით შეუტიეს, მათმა მწვრთნელმა დეშამმა რაბიო დემბელეთი შეცვალა და მან ბურთი ძელს გაარტყა. როგორც იტყვიან, გოლი მომწიფდა და
გრიზმანმა გულაჩის კარი დალაშქრა. შემდეგ გულაჩიმ მბაპეს არ დაანება გატანა. უნგრელები ორგანიზებულად და თავგანწირვით იცავდნენ თავს, ქულაც მოიპოვეს და ჯგუფიდან გასვლის შანსსაც ინარჩუნებენ.

ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“
უნგრეთი - საფრანგეთი 1:1
გოლები: 1:0 ფიოლა (45+2), 1:1 გრიზმანი (66)

ამავე ჯგუფში დღეს გერმანია პორტუგალიას უმასპინძლებს, უკანასკნელი ტური კი 23 ივნისს გაიმართება: გერმანია უნგრეთს, ხოლო პორტუგალია საფრანგეთს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ უნგრეთს.
ისე, ყველა რაღაცას თამაშობს საქართველოს ნაკრების გარდა.
ჩვენს ფეხბურთელებს უხდებათ ექსპერტობა და კომენტეტორების გვერდით ყოფნა. ანალიზსა და პროგნოზს აკეთებენ არაჩვეულებრივად. ასე გააგრძელეთ ბიჭებო, თამაში მაინც არ იცით და...
ზაზა
11:43 20-06-2021
2
Sagol ungreti, ai es aris sakutari gulshematkivris dafaseba
Milani
19:23 19-06-2021
2

სიახლეები პოპულარული