21 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე, С ჯგუფის ბოლო ტურში, უკრაინის ნაკრები ავსტრიას შეხვდება. მომავალი დაპირისპირების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინელთა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
- როგორ მოქმედებს ფეხბურთელებზე საუბრები იმის შესახებ, რომ ორივე გუნდს ფრე აწყობს?
- ნებისმიერი ასეთი საუბარი უნდა აღიკვეთოს. ეს უკანონოა. გუნდი ემზადება, ესმის ამ თამაშის მნიშვნელობა. ჩვენც და ავსტრიასაც.
ყველას შესანიშნავად ესმის, რა დევს სასწორზე, პლეი-ოფში გასასვლელად როგორ შედეგს უნდა მივაღწიოთ. გვესმის პასუხისმგებლობა.
თეორიულად ჩვენ ფრე გვაწყობს, მაგრამ თუ მოედანზე ასეთი ფიქრით გადიხარ, მაშინ კონკრეტულ შედეგს ვერასოდეს მიაღწევ.
- ავსტრიას გარკვეული სათამაშო სტილი აქვს და მას მისდევს.
კარგი შემსრულებლები ჰყავთ, კერძოდ, ალაბა, რომელიც მართლაც მაღალი დონის ფეხბურთელია. გუნდი ძალიან კომპაქტურად თამაშობს, ძალიან აგრესიულად. ჩვენ მძიმე მატჩს ველით.
რაც შეეხება ამინდს, ის ყველასთვის ერთნაირია. მოედნები სტადიონსა და საწვრთნელ ბაზაზე კარგი ხარისხისაა, ამიტომ არავითარი პრობლემა არაა.
რაც შეეხება ამინდს, ის ყველასთვის ერთნაირია. მოედნები სტადიონსა და საწვრთნელ ბაზაზე კარგი ხარისხისაა, ამიტომ არავითარი პრობლემა არაა.