გერმანიის ნაკრების კაპიტანი მანუელ ნოიერი გააგრძელებს ლგბტ საზოგადოებისადმი მხარდაჭერის საკუთარ აქციას და ევროპის ჩემპიონატის ყველა შეხვედრას ცისარტყელას ფერებში შეკერილი სამკლავურით ჩაატარებს.
35 წლის ნოიერმა მსგავსი სამკლავურით მოედანზე გამოსვლა ევრო 2020-ის პირველ ორ შეხვედრაში გადაწყვიტა და აღნიშნული ნაბიჯის შეცვლას არ აპირებს.
გერმანელის მოქმედება უეფამ მრავალფეროვნებისადმი გუნდური გამოხატვის სიმბოლოდ მიიჩნია და სამკლავურის ტარებას არ აკრძალავს.
მომზადებულია Süddeutsche Zeitung-ის მიხედვით