ომი კოპენჰაგენში - დანიამ რუსეთი წალეკა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე, უკანასკნელ ტურში, B ჯგუფში, ორი დრამატული მატჩი გაიმართა.

ბელგიამ ყველას სძლია და დამსახურებულად გავიდა პირველ ადგილზე.

ბელგია მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში უტევდა, ფინეთმა კი თავის დაცვა და პირველი ტაიმის უგოლოდ დასრულება მოახერხა. სამაგიეროდ, ლუკაკუმ 65-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირეს და გოლი გაუუქმეს. 75-ე წუთზე ბელგიამ ისევ გაიტანა - ვერმაელენის თავით დარტყმული ბურთი ძელს, შემდეგ კი მეკარე ჰრადეცკის მოხვდა და კარში აღმოჩნდა. შემდეგ ლუკაკუმაც გაიტანა და ბელგიამ ჯგუფში მესამე გამარჯვება იზეიმა.

სანკტ-პეტერბურგი. „სანკტ-პეტერბურგი“
ფინეთი - ბელგია
0:2

გოლები: 0:1 ჰრადეცკი (75, საკ. კარში), 0:2 ლუკაკუ (82)

დანია ევროპირველობის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელიც სასტარტო ორი მატჩის წაგების შემდეგ პლეი-ოფში გავიდა.

აქამდე უქულოდ მყოფი დანია პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც ჰქონდა, 39-ე წუთზე დამსგორმა შორიდან უძლიერესი დარტყმით დააწინაურა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. ამ სიტუაციაში რუსეთი ბოლო ადგილზე გადიოდა და მეორე ტაიმში თამაშის გარდატეხა მართებდა. შესვენების შემდეგ თამაში ორმხრივი, უხიფათო შეტევებით დაიწყო, 59-ე წუთზე კი ზობნინმა უკან გადაცემა გააკეთა, პოულსენი მეკარე საფონოვთან პირისპირ გაიყვანა და ანგარიში 2:0 გახდა. სხვათა შორის, პოულსენი ამბობდა, თუ რუსეთის დონის გუნდს ვერ მოვუგეთ, პლეი-ოფში არაფერი გვესაქმებაო.

თუმცა 69-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა და ძიუბამ ანგარიში შეამცირა. ამას დანიელთა რამდენიმე მომენტი, საფონოვის კარგი თამაში და კრისტენსენის დიდებული გოლი მოჰყვა. მერე დემორალიზებული რუსეთის კარი მელემაც დალაშქრა და დანიამ იმარჯვა.

კოპენჰაგენი. „პარკენი“
დანია - რუსეთი 4:1
გოლები: 1:0 დამსგორი (39), 2:0 პოულსენი (59), 1:2 ძიუბა (69, პენ), 3:1 კრისტენსენი (76), 4:1 მელე (82)

ასე და ამგვარად, ჯგუფში ბელგიამ იპირველა, მეორე ადგილზე დანია გავიდა, მესამეზე - ფინეთი, ხოლო მეოთხეზე - რუსეთი.

26 ივნისს, ამსტერდამში, დანია 1/8-ფინალში უელსს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ძალიანაც კარგი! ეს ერთი და სხვა მრავალი...
***
22 ივნისი 2021 01:32
1
იმ ფონზე, რა უსუსურადაც გამოიყურებოდნენ რუსეთის და უკრაინის ნაკრებები, რომლებიც ჩვენს ნაკრებზე ძლიერები ნამდვილად არიან, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში თუ როგორ ჩამოვრჩებით მსოფლიო საფეხბურთო დონეს.
ჯუჯი
22 ივნისი 2021 07:41
8
ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ჩამორჩებით მსოფლიო ფეხბურთს და განა მარტო ფეხბურთს? თქვენი კომენტატორები ხო სხლავენ, საიდან ასეთი უცოდინრები და უწიგნურები
123
22 ივნისი 2021 09:27
4
როგორც აღმოაჩნდა რუსეთის თამაშითაც შეიძლება გავიხაროთ, მაგარი იყო, კიდე ბევრჯერ გაგვახარეთ ეგეთი თამაშით, ისე შვეიცარიაც და მომავალი 4 ქულიანებიც გაიყვანეს გამოდის ხომ?
ზორბეგი
22 ივნისი 2021 01:51
2
"წავაგეთ, ფეოლა..." ))))))))))))))))))
ILIA
22 ივნისი 2021 10:27
1
Maradihvili ki ara mesxs .kipians ar atamahebdnen qartvelobis gamo odesgac..rusebs arasodes ar ekoleba evropis donis nakrebi...hven ki hveni vidardot...ise ki turqets rusets.makedonias namdvilad agenateba hveni nakrebi potencialit..cota jigari..imedi gvaklda nsakutari tavis rcmena da scori menejmenti da momdevno evropaze vitamahebt...gulcrpelad mixaria risebis harhena...
Labirinti..
22 ივნისი 2021 11:08
1
Eს ძაან ცოტაა თქვენთვის. ყველაზე მეტად ვისიც გეშინიათ იმათმა უნდა გიXმაროთ
XishniK.
22 ივნისი 2021 01:58
0
რუსეთის ჩარჩენა კარგია,უკრაინისა საუკეთესო,ამას თუ მიყვება კრისტინა და ტიკი-ტაკა ესპანეთი ვაფშემც უკეთესი,მაგრამ აი რატომღაც მგონია ესპანეთი ბოლოზე გავა,პორტუგალია 4 საუკეთესოში ვერ მოხვდება მიდი მბამპე ჩაუტარე კლასი რა...ესპანეთი ფრეზე მეტს ვერ ითამაშებს არამგონია ეყოს,ეს ტოტოს შემოქმედებაააა
გულშემატკივარი
22 ივნისი 2021 01:40
6
კონსტანტინ მარადიშვილს იმიტომ არ ათამაშებენ რომ ქართული გვარი აქვს და მსოფლიო დაინახავს რომ ქართველია, ადვილად მიხვდებიან რომ რუსი არ არის სინამდვილეში და რუსებს არა აქვთ მაგის ჯიში და ტალანტი.
Gruzini
22 ივნისი 2021 01:54
9

სიახლეები პოპულარული