გიჟია, წავიდეს?! - ჩერჩესოვის ხელფასი 2.5 მილიონია

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლობამ მათ ქვეყანაში რატომღაც დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. მიუხედავად კრიტიკისა, ეროვნული გუნდის მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი გადადგომას არ აპირებს. რუსულმა მედიამ კი მას ისევ წამოაძახა, რომ ზედმეტად მაღალი ხელფასი აქვს.

"ჩემპიონატის" ცნობით, სტანისლავ სალამოვიჩის წლიური გასამრჯელო 2.5 მილიონი ევროა და ის ათჯერ უფრო მეტს იღებს, ვიდრე დანიის ნაკრების თავკაცი კასპერ იუმლანდი, რომლის გუნდთანაც 1:4 განადგურდნენ. ამავე ჯგუფში მესამე ადგილზე გასული ფინელთა დამრიგებლის, მარკუ კანერვას ანაზღაურება 0.19 მილიონია.

ევროპირველობაზე მონაწილე გუნდების მწვრთნელთაგან ჩერჩესოვზე მაღალი ხელფასი მხოლოდ 4 სპეციალისტს აქვს:
იოახიმ ლიოვს (გერმანია - 4.75 მლნ), დიდიე დეშამს (საფრანგეთი - 4.39 მლნ), გარეთ საუთგეითს (ინგლისი - 3 მლნ) და ფრანკ დე ბურს (ნიდერლანდები - 3 მლნ).

მკითხველის კომენტარები / 6 /
სალამიჩის- ნაკრების მთ.მწვრთნელს რომ უთვლი ხელფასს, კვირკველია, არენდაზე "როტორში", მოსკ."ლოკოდან" 1.7. მილ.€ იღებდა სკამზე ჯდომაში.
ვილი
12:05 25-06-2021
3
სპორტული ინფოა და დაწერეს, მაგ ლოგიკით ბევრ სიახლეს არ უნდა ეცნობოდეთ და არ იკითხოთ მაშინ? შენ არ გაინტერესებს ნუ წაიკითხავ--სხვას აინტერესებს
ვაახ ბიჭო იმენა უარყოფით ენერგიაზეა ხალხი
ჰაიაბუსა
13:26 23-06-2021
3

სიახლეები პოპულარული