ევროპის ჩემპიონატზე უკრაინა მესამე ადგილით 1/8-ფინალში გავიდა, რუსეთი კი ჯგუფში ჩარჩა და თავს იმითღა იმშვიდებენ, რომ მეოთხეადგილოსნებს შორის საუკეთესონი არიან.
თავად უკრაინელები ავსტრიასთან წაგების შემდეგ პროგნოზებისგან თავს იკავებენ. მხოლოდ მეკარე ანდრეი პიატოვმა თქვა, რომ შეუძლიათ და უნდა სძლიონ შვედეთს. ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელის, იოჟეფ საბოს აზრით, ასეთი თამაშით უშანსოდ არიან. უფრო კატეგორიული იყო მათი ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი სერგეი კუნიცინი.
"ჩვენს ნაკრებს 40 მილიონი ადამიანი გულშემატკივრობს. დიახ, იმედგაცრუებული ვართ. ბიჭები დონბასში ომობენ... ბიჭები სანგრებში უჭერდნენ მხარს გუნდს. ისინი ათიათასობით
არიან. შესაძლოა, მოთამაშეები დონბასში წაგვეყვანა. ეს პატრიოტიზმს შემატებს", - განაცხადა ავსტრიასთან ნამატჩევს კუნიცინმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ნაკრების შემდეგ ეტაპზე გასვლას სოციალური ქსელით შეეხმიანა:
"როგორც ჩანს, საფეხბურთო ფორტუნამ ყველაფრისთვის ვალი დაგვიბრუნა, როდესაც ჩვენ მიმართ უსამართლო იყო. გავიხსენოთ თუნდაც ევრო 2012-ზე ინგლისის კარში ჩაუთვლელი გოლი. ამიტომ დღეს შემდეგ ეტაპზე გამართლებით, მაგრამ ნამდვილად სამართლიანად გავდივართ.
ჩვენს ბიჭებს შანსი გაუჩნდათ დაამტკიცონ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ უბრალოდ მოთელვას გავდიოდით და დარწმუნებული ვარ, მერვედფინალში აჩვენებთ თქვენს ჭეშმარიტ ფეხბურთს, მაგარ ფეხბურთს, რომელსაც ყველა მივეჩვიეთ.
გვჯერა თქვენი. გვჯერა უკრაინის".
გვჯერა თქვენი. გვჯერა უკრაინის".
რაც შეეხება რუსებს, იხტიბარს არ იტეხენ და ამბობენ, რომ მეზობლებს მათზე უკეთესი გუნდი არ ჰყავთ. აი, რა ბრძანა ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა:
"უკრაინა ახლა ჩვენზე ძლიერი არაა. ამის დადგენა მხოლოდ პირად შეხვედრაში შეიძლება. ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, სისულელეს ლაპარაკობს. ყველა ეს საერთაშორისო რეიტინგი არაფერს ნიშნავს".
სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა დმიტრი სვიშევმა წინადადება წამოაყენა, რუსეთსა და უკრაინას შორის უძლიერესის გამოსავლენად ამხანაგური მატჩი ჩაატარონ.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა რლდპ-ის პარტიიდან, იგორ ლებედევმა, უფრო შორს შეტოპა:
"მიმიფურთხებია უკრაინის ნაკრებისთვის. ფეხებზე მკიდია, რაც მათ ფორმაზეა გამოსახული. არ მაინტერესებს, გავიდნენ თუ არა პლეი-ოფში. რუსეთის გუნდს უკრაინას იდიოტები ადარებენ. რაში მაინტერესებს უკრაინა? ბოლო მატჩში ავსტრიელებმა მოედანზე ათრიეს. რა არის მათში განსაკუთრებული? დიადი რუსეთი და გაურკვეველი ოკრაინა".
სანკტ-პეტერბურგში პოლონეთის ნაკრებთან დუბლის შემსრულებელმა, შვედმა ემილ ფორსბერგმა განაცხადა, რომ საჭიროა ამ სტადიონს სახელი გადაარქვან და "ფორსბერგ არენა" დაარქვან; ძალიან გაუმართლათ, რომ 1/8-ფინალში მეტოქედ ხორვატია და ბელგია კი არა, არამედ უკრაინა შეხვდათ და შემდეგ ეტაპზე გასვლა მართებთ.
გამარჯვება ვუსურვოთ ძმებს შვედებთან
არცერთს არ ყავს ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას დონის შემოქმედებითი და ტექნიკური მოთამაშე. მიქაუტაძეს უმაღლესი კლასის თავდამსხმელი დადგება, აი ვნახოთ წიტაიშვილი რა ფეხბურთს თამაშობს.
მოკლედ გვაქვს შანსი თუ სწორი მიდგომა იქნება კარგი ნაკრები დავდგეთ :)