"იუვენტუსის" ნახევარმცველთან ერთად თამაში გაცილებით მშვიდი გახდა" - სანიოლი საფრანგეთი-პორტუგალიის მატჩზე

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა Lequipe-მა საფრანგეთის ნაკრების მატჩები, ტრადიციულად, "მამლების" ყოფილ მცველსა და ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს შეაფასებინა.

სანიოლი პორტუგალიასთან (2:2) შეხვედრაში ადრიან რაბიოთი მოიხიბლა. "იუვენტუსის" ნახევარმცველთან ერთად, რომელიც შეხვედრაში მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაერთო, თამაში გაცილებით მშვიდი გახდა." - აცხადებს "ჯვაროსნების" თავკაცი.

სანიოლი ამბობს, რომ შესვენებამდე მეტოქეები ფრანგებზე უკეთ გამოიყურებოდნენ:

"შეხვედრის პირველ ნახევარში რენატო სანჩესსა და დანილო პერეირას განსაკუთრებით გამოვარჩევდი, მათ ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. ფრანგებმა საკუთარი თამაში ვერ იპოვეს, ჩვენს ფორვარდებამდე ბურთი ვერ აღწევდა."

ყოფილი ფეხხბურთელი ამის შემდეგ
საფრანგეთის ნაკრების მომავალ მეტოქეზეც საუბრობს:

"შვეიცარიას დასაკარგი აღარაფერი აქვს. იმედი მაქვს, ფრანგ ფეხბურთელებს მოტივაციის პრობლემა არ ექნებათ და მეტოქესთან ბოლომდე დაიხარჯებიან."

სხვათა შორის, უნგრეთთან მატჩის (1:1) შემდეგ სანიოლმა "ბაიერნის" მცველი ბენჟამინ პავარი გააკრიტიკა, პორტუგალიის წინააღმდეგ კი მის პოზიციაზე "სევილიას" 22 წლის მცველი ჟულ კუნდე ვიხილეთ.

საფრანგეთისა და შვეიცარიის მერვედფინალური მატჩი 28 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.

altსანიოლი: "დროთა განმავლობაში ის ზიდანს ემსგავსება!"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული