მანჩინი: 2 გოლი ადრე უნდა გაგვეტანა და საქმე მოგვეთავებინა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე ავსტრიასთან მოგებული მერვედფინალური მატჩი (2:1) იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შეაფასა:

"საქმე გამარჯვებამდე მივიყვანეთ, რადგან ეს დავიმსახურეთ, თუმცა კუთხურის შემდეგ გოლი გავუშვით. ადრე თუ გვიან ჩვენთვის გოლი უნდა გაეტანათ.

მართალი გითხრათ, 2 გოლი გაცილებით ადრე უნდა გაგვეტანა და საქმე დამატებით დრომდე არ უნდა მიგვეყვანა. ამის გამო დავიღალეთ, მაგრამ დამსახურებულად ვიმარჯვეთ.

შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა სწორი განწყობა აჩვენეს და მაშინვე დაიწყეს შეხვედრაში ცვლილების შეტანა. ვინც შეცვალეს, მთელი ძალები გაიღეს. შეცვლაზე შესულებმა საუცხოოდ ითამაშეს.

ვიცოდი, რთული იქნებოდა, შესაძლოა, მეოთხედფინალი ასეთი რთული
არ იყოს. შეხვედრა შეიძლება წარუმატებლად წარიმართოს, მაგრამ ჩვენ კარგად ვიასპარეზეთ", - ციტირებს მანჩინის Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბელგიასთან და პორტუგალიასთან ასეთი თამაშით არაფერი გამოვა.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული