უდიდესი ინოვაცია სანაკრებო დონეზე - ბელგიას ფეხბურთის შეცვლა შეუძლია

AutoSharing Option
2018 წლის მუნდიალი ბელგიის ნაკრების ოქროს თაობისთვის საუკეთესო შანსი იყო დიდი ტურნირის მოსაგებად. სწორედ ამ ტურნირზე ჰქონდათ მოთამაშეებს საუკეთესო ასაკი.

"ბევრი მცველი - კომპანი, ვერმალენი, ანდერვეირელდი და მე 30-იანთა ასაკთან ახლოს ვტრიალებთ. სწორედ ამ პერიოდში უნდა ვაჩვენოთ საუკეთესო თამაში. ვფიქრობ, ახლა კარიერის პიკზე ვართ. სწორედ ეს წელი შეიძლება იქცეს ჩვენი გამარჯვების წელიწადად", - ამბობდა იან ვერტონგენი.

"2014 წელს ამ თაობამ პირველი დიდი ტურნირი ითამაშა. 2016 წელს საფრანგეთის ევრო მეორე იყო. ამ შეხვედრებში დიდი გამოცდილება მივიღეთ. ახალგაზრდა გუნდისთვის რთულია, თუნდაც ძალიან
ნიჭიერი ფეხბურთელები იყვნენ. ახლა თითქმის ყველა ჩვენგანი 25-30 წლის ასაკშია. გამოცდილებისა და სიმყარის საჭირო დონეზე ვართ. ვფიქრობ, ეს პლეი-ოფზეც აისახება", - საუბრობდა ედენ აზარი.

Sportall.Ge

ბელგიის ფეხბურთის მთავარი ანალიტიკოსი კრიშტოფ ტერერი კი ასეთ ვერდიქტს დებდა:

"ახლა ან არასდროს! ეს ამ თაობის მთავარი შანსია. მომავალში სტრატეგიული დაცვა პრობლემად შეიძლება იქცეს. ახალ თაობაში ძლიერი მცველები არ არიან.

რუსეთში გამართულ მუნდიალზე ბელგიამ ბრაზილია დაამარცხა, ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც მომავალ ჩემპიონთან წააგო, შემდეგ კი ბრინჯაოს დაეუფლა. ეს ჩავარდნა არაა, მაგრამ თითქოს ამ ნაკრებს მეტიც შეეძლო.

თუ ევრო 2018 წლის მსოფლიო საუკეთესო შანსი იყო, ევრო 2020 ბოლო შესაძლებლობაა. ბელგიელებს ასაკის მიხედვით მეორე ყველაზე მოხუცი შემადგენლობა ჰყავთ.

თუ მხოლოდ სასტარტო შემადგენლობას ავიღებთ (საკვალიფიკაციო ეტაპზე), მაშინ სიტუაცია ოდნავ შეიცვლება და ბელგიელები ბოლოდან მეოთხეზე აღმოჩნდებიან.

შედეგი: გუნდი 3 წლით დაბერდა, დაკარგა ვენსან კომპანი და ედენ აზარი (საუკეთესო ვერსია), ბალანსისთვის ცენტრალურმა ფეხბურთელმა აკსელ ვიტსელმ სეზონის უდიდესი ნაწილი გამოტოვა და დიდი ალბათობით, ევროზე ყველა მატჩშიც არ ითამაშებს.

ქაღალდზე ბელგია მოდუნებულია და სერიოზული ამოცანების გადაჭრა გაუჭირდება, მაგრამ რეალურად ყველაფერი არც ისე ცუდად არის. რობერტო მარტინესის გუნდი ისევ მაგარ ფეხბურთს თამაშობს, ხოლო ნაკლების კომპენსირება ორიგინალური ნაბიჯებით შეიძლება, რომლებიც ესპანელმა სწორედ იმიტომ მოიფიქრა, რომ უდიდესი თაობის ცხოვრება ხელოვნურად გაზარდოს.

მარტინესი ნაკრების ტექნიკური დირექტორი გახდა და ფებხბურთელებს მწვრთნელთა განათლების სპეციალური პროგრამა შესთავაზა


მარტინესი ბელგიის ნაკრებში 44 წლისა მივიდა - მწვრთნელისთვის არატიპურ ასაკში. მისთვის მხოლოდ ძირითად გუნდთან მუშაობით შეზღუდვა რთული იყო.

"როცა ნაკრებში მოვედი, ყველაზე მეტად რიტმი მაშინებდა - თამაშები ისე იშვიათად ტარდებოდა, მათ შორის კი ფეხბურთელებს აკვირდები და სულ ესაა. გრძნობ, თითქოს დამატებით შესაძლებლობებს ხელიდან უშვებ. მე ფეხბურთელების პროგრესირების პროცესში უფრო მეტის გაკეთება მინდოდა", - ხსნიდა ესპანელი.

2018 წლის მუნდიალზე კარგი გამოსვლის შემდეგ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას მარტინესის ავტორიტეტი გაიზარდა. იმ დროისთვის უკვე ახალი რეგალია და ბელგიის ფეხბურთის ასოციაციაში არაოფიციალური თანამდებობა (ტექნიკური დირექტორი) მიიღო. 2020 წელს კონტრაქტის გახანგრძლივების დროს ეს მოვალეობა ფორმალურად იქცა და ხელშეკრულებაში ჩაიწერა. ასე რომ, მწვრთნელობის გარდა, რობერტო ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებშიც არის ჩართული. მათ შორის, ერთ-ერთი ნაწილი ასაკობრივი ნაკრები გუნდების მატჩებისა და ვარჯიშების ანალიზის დონის გაზრდა და ყველა ნაკრების ანალიზისთვის ერთიანი მეთოლოგიის შექმნაა.

Sportall.Ge

მარტინესმა ვიდეოანალიზის კურსის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა და ამ მიმართულებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. რობერტოს მონაწილეობით ბელგიის ფა-მ ინიციატივა წარმოადგინა, რომ ყველა პროფესიონალურ კლუბს მინიმუმ 3 ვიდეოანალიტიკოსი უნდა ჰყავდეს, სამოყვარულო გუნდებს კი ამ პროფესიის შესასწავლად 1 ადამიანის უფასოდ გაგზავნა შეუძლია.

ანალიზისადმი მარტინესის სიყვარული იმაშიც ჩანს, რომ მთავარ მწვრთნელად გახდომის შემდეგ პირველიც, რაც გააკეთა კომპანია StatsBomb-თან კონტრაქტის გაფორმება იყო. კომპანიას თედ კნუთსონი ხელმძღვანელობს, რომელიც "ბრენდთფორდისა" და "მიდტიულანდის"(ეს გუნდები მთელ სელექციას სტატისტიკაზე დაყრდნობით აწარმოებდნენ და მინიმალური რესურსებით დიდი შედეგები მიიღეს) ყოფილი სელექციონერი. ბელგიელებს ისინი უნაკლურ მონაცემთა უდიდეს ბაზას შეჰპირდნენ, ისეთს, სხვა ვერცერთი კომპანია რომ ვერ შესთავაზებდა.

მარტინესის კიდევ ერთი პროექტი ადგილობრივი დიდი ტალანტებისთვის ჩატარებული სპეციალური ვარჯიშებია. ნაკრები გუნდების მწვრთნელები, მათ შორის მარტინესი, ახალგაზრდული გუნდებიდან ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშეებს არჩევენ და მათთვის დამატებით სავარჯიშო პროგრამას ქმნიან. ბევრ ბავშვთან პირადად მარტინესი მუშაობდა. ამ პროგრამის ორ მონაწილეს ეროვნულ გუნდში დებიუტი უკვე ჰქოდნათ - იარი ვერსხარენსა და ჟერემი დოკუს. ვერსხაფენის 18-წლამდე და ეროვნულ ნაკრებში დებიუტებს შორის 1 წელზე ნაკლები დრო გავიდა.

მაგრამ, რობერტოს მთავარი პროგრამა მაინც ეს გახლავთ - მოთამაშეებისთვის სამწვრთნელო განათლების მიცემა შეკრებების დროს. პროექტის თანადირექტორი კრის ვან დერ ჰაგენის თქმით პროგრამას 3 მთავარი ამოცანა აქვს:

  • ოქროს თაობის ფეხბურთელებიდან მაქსიმალური მიიღოს. მათი ტალანტის გამოყენება კარიერის დასრულების შემდეგ.

  • ფეხბურთელების უფრო მეტად ჩართვა მატჩებისთვის ტაქტიკის შემუშავებისას. თითქმის ყველა დავალება ბელგიის ნაკრების ან მისი მომავალი მეტოქეების მატჩებზეა დამყარებული.

  • დაეხმაროს ფეხბურთელებს თამაშს მწვრთნელის გადმოსახედიდან შეხედონ, რაც მატჩების დროს შეიძლება გამოადგეთ. განსაკუთრებით, თამაშის მიმდინარეობისას გადაწყობის შემთხვევაში.

მარტინესმა ასეთი ამოცანა დასახა: "ეს გუნდისთვის უნიკალური შესაძლებლობაა - ფეხბურთელები მწვრთნელებივით ფიქრს დაიწყებენ. ეს მათ სამწვრთნელო მომავლისთვის განავითარებთ, შემდეგ კი შესაძლოა, ნაკრებში დამრიგებლის ამპლუაში დაბრუნდნენ."

"რობერტო ჩემთან ამ იდეით მსოფლიო თასის შემდეგ მოვიდა. მითხრა: "მოდი, მოვიფიქროთ, როგორ შევქმნათ ამ ფეხბურთელებისაგან ბელგიური ფეხბურთის მომავალი?" იხსენებს ვან დერ ჰაგენი. იმ დროის კრისმა მსგავსი პროგრამა ქალთა ნაკრებისთვის ჩაუშვა...

Sportall.Ge

საჭირო დეტალებზე მუშაობა და უეფას თანხმობა იყო. არატიპური მოთხოვნა იყო, თუმცა უეფაში მოეწონათ და ოფიციალურ პასუხში ხაზი გაუსვეს: "ეს, შესაძლოა სხვა გუნდებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდეს." საერთო ჯამში, ამ სპეცკურსის გავლის შემდეგ ფეხბურთელები უეფასაგან A და B ლიცენზიებს იღებენ და კარიერის დასრულებისთანავე შეუძლიათ Pro ლიცენზიაზე სწავლის დაწყება.

მხოლოდ ფეხბურთელების დარწმუნებაღა რჩებოდა. რასაკვირველია, პროგრამაში მონაწილეობას ისინი მიიღებდნენ, ვისაც ამის სურვილი ექნებოდა. პრიორიტეტული უფლება იმ მოთამაშეებმა მიიღეს, რომლებიც ნაკრებში 50 და მეტჯერ იყვნენ გამოძახებულები + იმათ, ვინც ნაკრებში 2018 წლის მუნდიალზე ითამაშა და + იმათ, ვინც ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, თუმცა ბოლო 6 წელში ნაკრებში უთამაშია და ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდებში მინიმუმ 20 მატჩი ჰქონდათ ჩატარებული.

მიზნობრივი აუდიტორია, ცხადია, მარტინესის გაწვრთნილი გუნდის ამჟამინდელი წევრები იყვნენ. მათთვის ეს მოსახერხებელია, რადგან სწავლება სანაკრებო პაუზების დროს მიმდინარეობს. 2019 წლის ბოლო რობერტომ გუნდთან პირადად ისაუბრა ამ საკითხის შესახებ და 23-წევრიანი ჯგუფი მალე შეიკრიბა, მათ მალე დაემატა 7 მოთამაშე, მაგალითად ლუკაკუმ, რომელიც იმ შეკრებას ტრავმის გამო ტოვებდა, ჯგუფში ჩაწერა მოითხოვა.

მხოლოდ იმათგან, რომლებიც მაშინვე ჩაეწერნენ (თითქმის ყველა მათგანმა პირველი ლიცენზია უკვე მიიღო) სერიოზული გუნდის შექმნა შეიძლება: კასტელსი, ბოიატა, ვერტონგენი, ვერმალენი, მენიე, ტილემანსი, ვიტცელი, შადლი, მერტენსი, დე ბრუინე, ლუკაკუ. სხვათა შორის იყვნენ სტივენ დეფური, კრისტიან კებასელე, დივოკ ორიგი, სიმონ მინოლე, დენის პრატი, ლეანდრო ტროსარი. მოგვიანებით გუნდს ტიბო კურტუა და ტორგან აზარი შეურთდნენ.

"ედენმა თქვა, რომ ჯერ სიამოვნების მიღება თამაშით სურს. ამ ეტაპზე მას სამწვრთნელო კარიერა არ აინტერესებს. ჩვენი პროგრამა მხოლოდ შესაძლებლობაა და არა ვალდებულება,"- უპასუხა აზარის შესახებ დასმულ შეკითხვას ვან დერ ჰაგენმა.

პირველი დავალების შემდეგ თითოეულმა ფეხბურთელმა ბელგიის მატჩებიდან სამი 40-წამიანი კლიპი მიიღო. დავალება: ეპიზოდებში გუნდური შეცდომები უნდა აღწერათ და პრობლემის გადასაჭრელად სამი სავარჯიშო დავალება უნდა დაემუშავებინათ.

Sportall.Ge

კურსის მეორე დავალება - ბელგიის ნაკრების მომავალი მოწინააღმდეგეების ძლიერი და სუსტი მხარეების ვიდეოთი განხილვაა. ეს ფეხბურთელებს მხოლოდ აბსტრაქტული რაღაცების სწავლაში, არამედ მათი საუკეთესო შესაძლებლობების მატჩის დროს გამოყენებაშიც ეხმარება. მოთამაშეები თავიანი მხრივ აქტიურობის დამატებით სტიმულს იღებენ.

"მატჩების განხილვის სწავლების პროცესში ბელგიის ნაკრების თამაშებსაც ვიყენებთ. როცა საქმე იმ შეხვედრას ეხება, რომელშიც ისინი ითამაშებენ ან წარსულში ითამაშეს, ფეხბურთელებსთვის ეს სასიამოვნო პროცესი ხდება. ზუსტად ამ დროს იწყებენ მწვრთნელებივით ფიქრს,"- განაგრძობს ვან დერ ჰაგენი.

"გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი სესიების დროს მიიღება, ძალიან სასარგებლოა, ინდივიდუალური დავალებები კი საკმარისად საინტერესო, რათა ჩვენი ყურადღების მიპყრობა შეძლოს. უკვე ძალიან ბევრი ვისწავლე და გაგრძელებას ველოდები,"- აღფრთოვანებას ვერ მალავადა სიმონ მინოლე.

"რობერტოს სურდა ფეხბურთელებს სამწვრთნელო განათლება მიეღოთ, რადგან ყოველთვის მოსწონდა მათი გამოცდილება და გონერბივი შესაძლებლობები. ის თვლის, რომ ბელგიამ ამით მოთამაშეების კარიერის დასრულების შემდეგაც უნდა ისარგებლოს. ეს ფეხბურთელები ტაქტიკური მხრივ დაუჯერებლად ძლიერები არიან, რაც მათ ნებისმიერ განლაგებასთან ადაპტირებას უადვილებს. ამასთანავე, ისინი ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და გაკვეთილების შემდეგ სულ გვეკითხებიან, რას ნიშნავდა ესა თუ ის მაგალით, მოწინააღმდეგეების შესახებაც ძალიან სწორ შეკითხვებს სვამენ.

შესაძლოა, ამის შესახებ მათი დიდი ტალანტის გამო ხშირად არ საუბრობენ, თუმცა გუნდის შიგნით ეს შესაძლებლობა ძლიერ იგრძნობა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი აკადემიის სიძლიერესთან არის დაკავირებული, იმ აკადემიების, რომლებიც მათ გამოიარეს, ასევე ტაქტიკური ინფორმაციისა, რომელსაც ისინი კლუბებში იღებენ,"- ამბობს მარტინესის ასისტენტი შონ მელოუნი (შოტლანდიელი, რომელიც მარტინესის ხელმძღვანელობით "უიგანში" თამაშობდა)

სწავლება კარანტინმა დააჩქარა. ფეხბურთელების თავისუფალი დროის მხრივ, ეს შესანიშნავი პერიოდი იყო. მარტინესმა და ვან დერ ჰაგენმა კურსი ონლაინ-ფორმატზე გადააკეთეს და ფეხბურთელებთან უფრო ხშირად და ინტენსიურად მუშაობდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ დროს.

მარტინესის სიტყვებით, კურსის ვარსკვლავი დე ბრუინე გახდა.

Sportall.Ge

"კევინი თამაშს ყოველთვის ისე უყურებდა, როგორც მწვრთნელი. მსგავსი ნიშნები სხვა ფეხბურთელებსაც შევამჩნია და ამიტომაც მინდოდა მათთვის სწავლის დაწყების კომფორტული შესაძლებლობა მიმეცა.

დე ბრუინეს შემთხვევა ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, მისგან ბრწყინვალე მწვრთნელი დადგება. ის არა მხოლოდ განიხილავს თამაშს, არამედ მას ძალიან ჭკვიანურად ხსნის და უბრალო სიტყვებით გადმოსცემს. მწვრთნელის შესაძლებლობა, ფეხბურთელებთან სათქმელი მარტივად მიიტანოს, გუნდს ძალიან დაეხმარება."

თვითონ კევინი კი, ცოტათი მორცხვობს:

"კურსი კარგი შესაძლებლობაა, თუმცა სამწვრთნელო კარიერის პერსპექტივაზე ჯერ არ მიფიქრია. ამისთვის ძალიან ახალგაზრდა ვარ, თუმცა, ამ გზით წასვლას თუ გადავწყვეტ, მინიმალური ბაზისი მექნება."

ბელგიის უპირატესობა მაღალ ტაქტიკურ ინტელექტშია: იყენებენ ჰიბრიდულ სქემას და რეჟიმებს მატჩის მიმდინარეობისას გადართავენ ხოლმე


მარტინესის მიდგომის პლუსები რომ შევაფასოთ, ნაკრების გუნდების ფეხბურთის განსაკუთრებულობა უნდა გვესმოდეს. ამ დონეზე რთული ტაქტიკური სისტემის შექმნა რთულია.

"მენეჯერს გუნდზე მორგებისა და მათთან ერთად გამარჯვებების, ტიტულების მოპოვების შესაძლებლობა უნდა გამონახოს. ამ მიზნის მიღწევის გზაზე ძალიან ბევრი სირთულეა, ფეხბურთელები უნდა შეარჩიო და მწვრთნელის უმთავრეს მტერს - დროს უნდა ებრძოლო. ნაკრების მწვრთნელებს ტურნირის დასაწყისიდან ბოლომდე შერჩეულ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშებისთვის ძალიან ცოტა დრო აქვთ, ამიტომაც მათ ძალიან დიდი მსხვერპლის გაღება უწევთ, ეს გარდაუვალია,"- ხსნიდა კარლო ანჩელოტი.

"ევროპის ჩემპიონატის შარმი იმაში მდგომარეობს, რომ ტაქტიკური დონე აქ გაცილებით დაბალია, ვიდრე კლუბებში. ყველაფერი მარტივადაა: მწვრთნელებს ფეხბურთელებთან მუშაობის ცოტა დრო აქვთ და გუნდზე ზეგავლენის მოხდენაც ნაკლებად შეუძლიათ. თან, შემადგენლობა ტრანსფერების გარეშე იკრიბება, რაც პოზიციებს კონკრეტული ტალანტის დონე განსაზღვრავს - რამდენიმეზე შეუძლებელია ტოპ შემსრულებლის ყოლა. მწვრთნელები ქვეყნის მიერ მიცემული რესურსით იმპროვიზირებენ,"- ამბობდა ფილიპ ლამი.

ბელგიის ნაკრები ბოლო 3 წელში კი დაბერდა, მაგრამ შეთამაშებულობის კლუბურ დონეს მაქსიმალურად მიუახლოვდა. ბანალური მაჩვენებელი: ერთად ჩატარებული მატჩების ოდენობაც ეხმარება. ვერტონგენს (126), ვიტცელს (110), ანდერვაირელდსა (108) და აზარს (106) ნაკრებში ასზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული. ევრო 2020-ზე არცერთ ნაკრებს 4 ასეთი მოთამაშე არ ჰყავს. მერტენსი(99) ასეულთა კლუბის წევრი, შესაძლოა, დღეს გახდეს.

Sportall.Ge

როცა ნაკრებ გუნდებს 1 სისტემაც არ აქვთ სრულყოფილად განსწავლული, ბელგიელებს ასეთი 4 გააჩნიათ, რაც მოწინააღმდეგეებთან შედარებით უდიდესი პლუსი გახლავთ.

სტილზე უდიდეს გავლენას დე ბრუინეს პოზიცია ახდენს - კევინი შეიძლება საყრდენიც იყოს და გამთამაშებელიც.

"ჩვენ 3-4-3 სისტემით ვთამაშობთ, სადაც დე ბრუინე ერთერთი ცენტრალური ნახევარმცველია. გვყავს ვიტცელი, რომელიც 6 ნომერზე თამაშობს და დაცვას კეტავს, მის გვერდით კევინია, რომელსაც მეტი თავისუფლება აქვს და მატჩის რიტმს კარნახობს. "სიტიში" მას იგივე ფუნქციები აქვს, თუმცა დეტალები განსხვავდება.

პირველ რიგში, ტურნირებმა აჩენეს, რომ ლუკაკუს სწრაფ გარღვევებზე ხშირად უშვებს, "სიტი" კი სხვანაირად თამაშობს. მეორე, კევინი სიღრმეში დგას, ცენტრთან ახლოს, საიდანაც "დაცვის მომჭრელი" პასების გაკეთება შეუძლია. ის მაღალ სიჩქარეზე ბურთთან ერთად მუშაობის მონსტრია. თუმცა, მის სხვა ღირსებებს ნაკლებად აღნიშნავენ ხოლმე: კევინი ბრწყინვალედ კითხულობს ეპიზოდებს და იმას, თუ როგორ თამაში სჭირდება გუნდს, როცა ბურთის გარეშეა. ის საოცარი გუნდური მოთამაშეა,"- ამბობს სპეც კურსის ერთერთი მონაწილე კებასელე.

Sportall.Ge

ასეთი ტრანსფორმაციების დროს განსაკუთრებულ როლს უნივერსალი იური ტილემანსი თამაშობს. კევინის გვერდით თამაშისას ის უფრო მეტად კონცენტრირებული დაცვაზეა და პასის გასაკეთებლად უფრო მარტივ არჩევანს ეძებს. "ლესტერის" იგივე სქემაში ტილემანსს თამაში მიჰყავს: დე ბრუინი თუ ზევით აიწევს და შექმნაზე ორიენტირებული ხდება, იური მოედნის ცენტრში თამაშზე კონტროლს აწესებს.

დე ბრუინეს გამოყენების კიდევ ერთი, ოროგინალური ვარიანტი არსებობს - ცრუ ცხრიანად (როგორც ამ სეზონში "სიტიში" თააშობდა ხოლმე) ლუკაკუთი ფლანგზე. მარტინესს ეს ვარიანტი ძალიან უყვარს, როცა კონტრშეტევებზე თამაშობს. ლუკაკუ ფლანგზე რამდენჯერმე დააყენა. მარტინესის კარიერაში ორი საუკეთესო მაგალითი ამ ტაქტიკისა 2014 წლის გაზაფხულზე "არსენალის" განადგურება (3:0) (მაშინ ცრუ ცხრიანად ნეისმითი თამაშობდა) და 2018 წლის მსოფლიო თასზე ბრაზილიის დამარცხება იყო (ამ შეხვედრაში სწორედ დე ბრუინე იყო ცრუ ცხრიანი).

ბელგიის ნაკრებს სცენართა და მთავარ სქემაში მათი ადაპტირების უამრავი ვარიანტი აქვს. მთავარი ინტრიგა გახლავთ ის, თუ რამდენად შეუძლია ფიზიკურად ხანშიშესვლას ფეხბურთელთა ინტელექტუალურ ზრდასთან სინქრონიზირება. რობერტო მარტინესმა ექსპერიმენტი ჩაუშვა, რომელსაც სანაკრებო ფეხბურთის შეცვლა შეუძლია.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენიც გამკვირვებია. გუნდი , რომელიც ერთხელ დაარტყავს კარში და პოზიციურად ვერ უტევს, რომელი ფეხბურთის შეცვლა შეუძლია? შეიძლება ჩემპიონიც გახდეს, მაგრამ დითირამბები არ არის საჭირო
გიო
11:36 29-06-2021
0

სიახლეები პოპულარული