ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში შვედეთის დამარცხება (2:1) უკრაინის ნაკრებს პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიულოცა.
"დიახ, ეს გამარჯვებაა! ჩვენ ევროს 1/4-ფინალში ვართ!
წარმოუდგენელი დაძაბულობა, უგონო ჩეხვა ექსტრა-ტაიმში და კვანძის ფეერიული გახსნა 121-ე წუთზე. ეს არარეალურად მაგარი იყო!
ბიჭებს, რესპექტი - თქვენ ნამდვილი მებრძოლები ხართ! ბესედინს ჯანმრთელობა. დიდება უკრაინას!", - დაწერა ზელენსკიმ თავის "ტვიტერზე".
ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ არტიომ ბესედინის ტრავმაზე გააკეთა კომენტარი: "იმედია, გადაიტანს, მაგრამ ვფიქრობ, სერიოზული ტრავმა მიიღო".