ოფიციალურად - რუსეთი ევრო 2024-ის შესარჩევ ტურნირზე მონაწილეობას ვერ მიიღებს

AutoSharing Option
ოფიციალურად დადასტურდა, რომ რუსეთის ნაკრები ევრო 2024-ზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 9 ოქტომბერს ფრანკფურტში გაიმართება და საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილი რუსეთის ეროვნული გუნდი შემდგომ შეტყობინებამდე იზოლირებული იქნება.

ადრე რუსებმა უეფასა და ფიფას გადაწყვეტილებები ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გააპროტესტეს, მაგრამ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია იქამდე არ დაუშვებენ საერთაშორისო თურნირებზე სანამ ჟიქია კარიერას არ დაასრულებს.
Joni
22:59 20-09-2022
2
აუფ,ნელა მაინც შემოგეპარებინათ.მეტი სადარდებელი ღმერთმა არ მოგვცეს!
Giusha3232
21:48 20-09-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული