ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში, A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები იასპარეზებს, კვიპროსი გასვლაზე შოტლანდიასთან 0:3 დამარცხდა.

მასპინძლები პირველ ტაიმში მაკგინმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება სცადეს, ბოლოს წინ დიდი ძალებით წავიდნენ და კიდევ ორი გოლი გაუშვეს - დუბლი შეცვლაზე შესულმა მაკტომინიმ შეასრულა.

შოტლანდია 28 მარტს ესპანეთს მიიღებს, ქეცბაიას გუნდი კი შემდეგ ოფიციალურ შეხვედრას 17 ივნისს გამართავს - "ჯვაროსნებს" უმასპინძლებს.

გლაზგო. "ჰემპდენ პარკი"
შოტლანდია - კვიპროსი 3:0
გოლები: 1:0 მაკგინი (21), 2:0 მაკტომინი (87), 3:0 მაკტომინი (90+3)
გაძევება: იოანუ
(90+5)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქეცბას წარმატებები და გამარჯვებები!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
22:47 25-03-2023
1
მეორე საგოლე შეტევა,მართლაც ბრწყინვალედ იყო ჩატარებული.სად გაეკიდა ბურთს,დაეწია,შეაჩერა,ჩააწოდა,კარის წინ,ვარდნაში რბილი პასი,თავით და ბრძოლაში ორი შეხებით,საგოლე დარტყმა!ბრავო!
სოსო
00:45 26-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული