შოტლანდიამ ესპანეთი დაამარცხა - ამ ჯგუფში შანსი საქართველოსაც ექნება, თუ...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში შოტლანდიამ სახლში ესპანეთს 2:0 სძლია.

ისევე, როგორც გასულ ტურში კვიპროსთან, ისევ შეასრულა დუბლი „მანჩესტერის“ ნახევარმცველმა მაკტომინიმ და A ჯგუფში 6 ქულით თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდი გაალიდერა. „ფურია როხამ“ კი ვერაფერი სახეირო ვერ შემოგვთავაზა და გამოჩნდა, რომ უპირობო ფავორიტად მისი მიჩნევა გადაჭარბებულია.

საერთოდაც, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ ჯგუფში სიტუაცია კიდევ არაერთხელ აირევა და შანსი „ჯვაროსნებსაც“ მიეცემა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმაზე უკეთ ითამაშებენ, ვიდრე ნორვეგიელებთან.

17 ივნისს შოტლანდია გასვლაზე ნორვეგიას დაუპირისპირდება, ხოლო ესპანეთი
8 სექტემბერს სტუმრად საქართველოს ნაკრებს შეხვდება.

. ესპანეთის ნაკრები ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე 2014 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა - აქამდე 17 მატჩი ჰქონდა მოგებული და 2 ფრედ დასრულებული. ამას გარდა, ესპანელებმა 2016 წლის შემდეგ პირველად იწვნიეს ორგოლიანი სხვაობით მარცხი.

გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“
შოტლანდია - ესპანეთი 2:0
გოლები: 1:0 მაკტომინი (7), 2:0 მაკტომინი (51)

მკითხველის კომენტარები / 25 /
რა ქნა ამ …მ დაეყენებინა 8 მცველის მაგივრად 10 ….ხომ ჩავტოვებდით ამ ესპანეთს თურმე ჯგუფში … აი თურმე ფავორიტები ვინ ყოფილან ესპანეთი პირველზე და ჩვენ მეორე ადგილზეო ))) ეგ მეორე ადგილი ჩვენ კი არა ესპანეთსაც სანატრელი გაუხდება თუ ჩვენსავით დროულად არ შეცვალეს “ ტრენე-მწთყემსები” …!!! უბრალოდ გასაკვირი ის არის 5-6 წელიწადი გავიძახით საყრდენებში ( მითუმეტეს ჯაბას წასვლის შემდეგ ოღონდ ჯაბა ართმევა-ჩაჭრის პროფესორი იყო ჩვენი ნაკრების დონეზე) გვიჭირს თან ბურთის ამოტანაში ამას ჯერ კიდევ ცხადაძე ამბობდა და ჯანო ჩამოწია … მარადიშვილს ვებღაუჭებოდით მაგის გამო ღმერთის წყალობით გამოჩნდა მაგარი ბიჭი ( გაგნიძე)ართმევაც შეუძლია ბურთის ტარებაც კარგი პასებით…ნაბოოო…..რუსებს ძან არ ევასებოდათ მაგრამ ისე თამაშობს ძირითადინაც კი ვერ ამოაგდეს ტრამვის შემდეგ სცადეს ( გაიძაღდნენ რუსებს მივცეთ მეტი დრო ვიდრე ამ მცირეწლოვან ქართველსო) მაგრამ როდესაც შეცვლაზე შემოვიდა ( იძულებითი იყო)ისე ითამაშა ეგრევე გახდა ისევ ძირითადის ფეხბურთელი აქ ჯერ არ იძახდნენ როგორც იქნა აღირსეს ძაან მაგრადაც ითამაშა მონღოლეთთან ( მე ხომ არ ამომიჩქნია ეგ მონღოლეთი თქვენვე მოათრიეთ)და ბოლოს რა ხდება ..?! ( პირადულად არავინ არ ვერჩით ღმერთმა დალოცონ ორთავე ) ვერც კვეკვე ვერც აბუ აგერ 5-6 წელია ვერ ქაჩავენ თვითონაც წვალობენ და ჩვენც გვამწარებენ ( არც გვილია იყო დიდი მისწრება )თუ ორთავეს ვერა ერთი მაინც ჩაანაცვლე კარგი ჯანდაბას დატოვე კვეკვე ( სანამ სიგუა წამოიზრდება ან სხვა ვინმე გამოჩნდება)გამოცდილების გამო …და ამ აბუს მაგივრად დააყენე გაგნიძე ლეველებით რომ გავზომოთ 10-15 ლეველით ზემოდ არის ეგ ბავშვი გინდ სისწრაფეში გინდ ართმევაში გინდ პასებში და მითუმეტეს ბურთის ამოტანაში …ამას ის ….ე რუსებიც ხვდებიან და ფიქრობენ ჩვენი თავის მტრები ხომ არა ვართო და “ ვინუჟდენი” ( ბოდიში ამ სიტყვისთის ) და შენ ვილიკო თუ ვერ ხვდები ( მაშინ რა მწვრთნელი შენა ხარ..?!)ან შენი თავის მტერი ხარ წადი ბიძიკო იმ შენს საბაყაყეთში და იცხოვრე წყნარად ხელფასს იქ ათჯერ მეტს იპოვნი …რომელიმე კლუბში რომ დაიწყო მწვრთნელობის სწავლა შენც დაისვენებ და ჩვენც !!! თან საყრდენების გარდა იყო პრობლემა ფლანგის მცველების რომელიც მოგვარდა 100% თუ საყრდენების 50%( მაგრამ შენ აქაც ჯიუტად აგრძელებ ძველი ჭირის არ მოშორებას ) მშვენიერი ახალი ფლანგელები გამოჩნდა გოჩოლეიშვილი ( შახტიორი ეგრე ვინმეს ტყუილად არ ყიდულობს ეს ფაქტია და თან გასათვალისწინებელი !!! კი ვიღაც იტყვის მაგშახტიორმა ბევრი ფეხბურთელი გაგვიფუჭაო მგონი ეგ არასწორია იმ ბიჭებმა თავიანთი თავი გინდ თარგამაძე გინდ არაბიძე გინდ ოქრიმ თვითონ დაიღუპეს თორემ თუ სომეხი მხითარიანი და უამრავი ბრაზილიელები ფრედი ვილიანი და სხვები 50-60 მილიონად გაყიდეს ვიღაც “ჰოლანდის ძაან ცუდი პაროდია “ბურთი რა ფერისაა არ იცის 100 მილიონად გაყიდეს რა მაინცდამაინც ქართველების ჯინი ქონდათ ..?! და სანიოოლ აი შენს ჯინზე და ჩვენს გასახარად ეგ ბიჭი გოჩე გაქაჩავს და მალე მასაც 50 მილიონად გაყიდიან) წიტა კიდევ რომელსაც შეუძლია ჩაკვეს ( გავიგეთ არ ენდობი არ გევასება ) და კიტეს არ ყოფნაში შეუძლია 10 ნომრად თამაში ბიჭი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა როგორც შემტევი შენ ტვინი აურიე მარცხენა მცველად ( იმ კლუბში სადაც არის ალბათ ვერ გაერკვნენ მცველია თუ შემტევი და )გაამწესე მაგრამ არ ათამაშებ და დღეს განაცხადშიც კი არ შეიყვანე …!!! რა იყო ვილიკო მოგზავნილი ხარ ..?! კარგით ეს ჯანდაბას გადამთიელია და რა უნდა მოკითხო ან რა გასაკვირია…როდისღა ყოფილა ნეტავ საქართველოსთვის ვინმეს რამე სასიკეთო გაეკეთებინოს ( სასულიერო პირების გარდა ასურელი მამები და ბევრნი სხვანი)…აქ ფედერაციის გარდა სხვა ახალი ყველაზე არასასიამავნო პრობლემა გამოჩნდა ….და ეს მთლად ახალი არა კარგად მივიწყებული ძველი პრობლემაა რაც იყო 90-ბში როდესაც ჩვენი მაშინდელი “ ლეგიონერები “ და ახლა ვეტერანები ( ჩვენ კი გვქონდა ეჭვი მაშინ მაგრაამ ….) დიდის ამბით გვიყვებიან დღეს თუ როგორ აზანზარებდნენ ევროპის მოედნებს თუ როგორ გახდნენ სიტების, აიაქსების,მილანების და ასე შემდეგ ძაან დიდი და ბევრი კლუბების ცოცხალი ლეგენდები ( რაც კი ბატონო მაგარიაა) მაგრამ პარალელურ რეჟიმში როდესაც აქ ნაკრებში ჩამიდიოდნენ მოლდოვას ლიეტუვას და ეგეთ დონის ნაკრებებთან აგებდნენ ( მაგათ მონოყოლიდანვე საშხაპეები და სარეცხი მანქანები არ იყო და ალბათ დასვრა და გაოფლიანებაც ეზარებოდათ აბა მაისურების გარეცხვას ხუმროობ ..?!) ასე როომ ხვიჩავ შვილო ძაან გთხოვ ნუ ჩაეწერები მაგ ლეგენდების სიაში ნეაპოლში ღმერთმა ქნას კვარადონა შენ კი არა იმას ( ეე მთლად იმააას ) შეუცვალონ გვარი და ის გახდეს “ დიეგო მარადოცხელია” და რეალში ასე უქნიათ შენი თამაშების მერე სანტიაგო ბერნაბეუს მაგივრად სტადიონს “ ხვიჩიაუ კვარაცხეუ “ დაერქვიონთ…რასაც გისურვებს არა მარტო მე ალბათ მთელი ერი … !!! მაგრაააამ ეგეთი ლეგენდობა იქ და ეგეთი თამაში აქ ნაკრებში რა ვი აბააა შენვე დაუფიქრდი ყველა ნაღდი ლეგენდა და კარგ ჯილდოს არა მარტო საკლუბო კარიერა წყვეტს არამედ სანაკრებოც თუ ამ დილით ოქროს ბურთის პრეტედენტებში 6 ადგილზე იყავი ამ თამაშის შემდეგ მინიმუმ მეშვიდეზე ჩამოხვალ …!!! და თუ ლეგენდებზე წავიდა აი ქეცბას მაგალითი გაიხსენე რამდენჯერ გაგიგონია რომ მთელი სულით და გულით თამაშობდაო სხვები რო გაჩერდებოდნენო ეს მარტო დარბოდაო …აქ ისიც საინტერესოა ეს სხვები მინიმუმ 9 კაცი იყო ( მეკარე ისედაც არ დარბის ) ვინები იყვნენ და რატომ ჩერდებოდნენ ესენი ხომ არ იყვნენ აი ის სიტების ,აიაქსების და სხვა მრავალ კლუბთა ლეგენდები ..?!ქეცბას გარდა კიდევ გვყავს ერთი მისაბაძი პიროვნება რომელიც უგუნდოდ ყოფილა უთამაშებელიც ახალ ტრავმა მოშუშებულიც და ნაკრებში ისე უთამაშია თან თითქმის ყველა თამაში მარტოს უთრევია გუნდი ეს კი ოქრიაშვილია დღეს ეგ რომ გყოლოდათ ბევრად უკეთ ითამაშებდით … ასე რომ იმედია მომავალში ერს სხვა წარმოდგენა ექნება და ეგ ბევრთა ეჭვებიც გაქრება!!! ხოლო ერს კი მინდა ვთხოვო გავიხსენოთ ეგეთი სიტყვები “ ნუ შეიქმნით კერპებსო” ეგ დიდი ცოდვა არისო !!! თან ეს კერპებიც თავში ავარდნის შემდეგ საცოდავი სანახავები ხდებიანო !!! არ ვიცი მართალია თუ არა მაგრამ მე გამიმართლა რომ არ ვიყავი ბათუმში და არ შემიხედავს ეგეთ რამეს …ხელნაკრელ ბავშვებს რომელთაც სურდათ კუმირთან ფოტოს გადაღება …ასე რომ ხალხნო ცოტა ჩვენც დავმშვიდდეთ რომ ეს კუმირი “ კერპად” არ გადაგვექცეს !!!! ბოლოსიტყვაობა თუ როგორაა პ:ს : აი თუ ნაკრებში ვერა და არა …აი იმ ნაპოლის დედაცაო თუნდაც 100 წელიაო ….
ეხ სანიოლ შე..
03:05 29-03-2023
18
ვიყოთ რეალისტები და ერთა ლიგას მივაწვეთ ჯერ ადრეა აქედან გასვლა, მარტო კვარა და მამარდა ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას მინიმუმ 5 ფეხბურთელი მაინც უნდა იყოს ტოპ ლიგებში რო რამის ამბიცია გვქონდეს…
ზურა
10:42 29-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული