საქართველოსთან შეხვედრამდე შოტლანდიამ ნორვეგიას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, შოტლანდიამ გასვლაზე ნორვეგია 2:1 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე ინიციატივა მასპინძლებს დაუთმეს, დაცვაში უზადოდ მოქმედებდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და უმომენტო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ტემპი დაბალი იყო, თამაში უსახური. მე-60 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლაში პორტეუსმა ჰოლანი წააქცია და ერლინმა პენალტით ნორვეგია დააწინაურა. მასპინძლები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მწვრთნელმა სოლბაკენმა დაცვის გასაძლიერებლად სიორლოტი და ჰოლანი შეცვალა და დაისაჯა კიდეც - შოტლანდიამ, რომელსაც იქამდე მომენტი არ შეუქმნია, ორი გოლი გაიტანა, გაიმარჯვა და 9
ქულით ჯგუფის ლიდერია.

20 ივნისს, შოტლანდია საქართველოს, ხოლო ნორვეგია კვიპროსს უმასპინძლებს.

ოსლო. "ულევი"
ნორვეგია - შოტლანდია 1:2
გოლები: 1:0 ჰოლანი (61, პენ), 1:1 დაიკსი (87), 1:2 მაკლინი (89)

მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩვენ მოვიგოთ ჩვენი თამაშები დავანებოთ მარჩიელობას თავი აჯობებს
რაბუ
22:10 17-06-2023
0
ყოჩაღ სქოთებს!!! გაიხარეთ.ისტორიულად რო შევხედოთ,ესენიც დაჩაგრულები არიან ისევე როგორც ჩვენ.იცოცხლეთ მამაცო გულებო.ჩვენც ვცოცხლობთ მამაცების შთამომავლები.იმედია ორთავე მოვხვდებით ევროპაზე
გელა
22:51 17-06-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული