იტალიამ მალტა გაანადგურა და 17 ოქტომბერს ინგლისს შეხვდება

AutoSharing Option
ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში იტალიამ სახლში მალტა 4:0 დაამარცხა.

დუბლი "სასუოლოს" თავდამსხმელმა დომენიკო ბერარდიმ შეასრულა. მეტოქის კარი "ფიორენტინას" 34 წლის ნახევარმცველმა ჯაკომო ბონავენტურამ დალაშქრა და იტალიის ნაკრების ისტორიაში სადებიუტო გოლის გამტანი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა.

"ნაპოლის" ფეხბურთელებიდან ჯაკომო რასპადორიმ შეუცვლელად ითამაშა, ალექს მერეტი და ჯოვანი დი ლორენცო კი სათადარიგოები იყვნენ.

C ჯგუფში 13 ქულით ლიდერი ინგლისია, იტალია კი 10 ქულით მეორე ადგილზეა. ამ გუნდებს 5-5 მატჩი აქვთ ჩატარებული. უკრაინას 10 ქულა აქვს, ჩრდილოეთ მაკედონიას 7, ხოლო მალტა უქულოდაა.

17
ოქტომბერს ლუჩანო სპალეტის გუნდი "უემბლიზე" ინგლისს დაუპირისპირდება.

ბარი. "სან ნიკოლა"
იტალია - მალტა 4:0
გოლები: 1:0 ბონავენტურა (21), 2:0 ბერარდი (45+1), 3:0 ბერარდი (63), 4:0 ფრატეზი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 1 /
4 ჯერ დაარტყა კარში იტალიამ და ყველა გაიტანა კარისკენ კი ბევრჯერ
გივი
02:26 15-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული